ჰენრი ედუარდ ერნსტ ვიქტორ ბლისი – “ეპიზოდი”
ყოველი წლის 9 მარტს ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ბელიზში აღინიშნება,ადგილობრივი მოსახლეობისათვის ყველაზე საყვარელი ეროვნული დღესასწაული.აღნიშნულ დღესასწაულს – “ბარონ ბლისის”,დღედ მოიხსენიებენ.ეს დღე ბელიზში,ყოველთვის გამოსასვლელი დღეა.თავად ბარონი ბლისის ნამდვილი სახელი - ჰენრი ედუარდ ერნსტ ვიქტორ ბლისია (1869 წლის 16 თებერვალი-1926 წლის 9 მარტი).იგი გახლდათ ის ცნობილი ინგლისელი მილიონერი,მოგზაური და ავანტურისტი,რომლის ანდერძის თანახმად ბელიზის მოსახლეობას 2 მილიონი ამერიკული დოლარი დაუტოვა გარდაცვალების შემდგომ (იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა). (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ სახელმწიფო ბელიზი გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობის წევრია.მიუხედავად უამრავი მცდელობისა და კვლევებისა,მიზეზი ამ უცნაური ანდერძისა,თუ რატომ დაუტოვა მან,მაინცდამაინც ბელიზელებს ეს თანხა და არა სხვა ბრიტანული თანამეგობრობის ქვეყნების მოქალაქეებს,დღემდე ბურუსითაა მოცული.თუმცა ეს ნაკლებად აღელვებს თავად ბელიზელებს,რომლემაც ესოდენ დიდი სიკეთე არ დაუკარგეს- ჰენრი ედუარდ ერნსტ ვიქტორ ბლისს და იგი,თავიანთ ეროვნულ გმირად აღიარეს.დღესდრეობით,ბელიზის მოსახლეობის ნაწილს ბლისის ეროვნულ გმირად აღიარება არ აკმაყოფილებს და მოითხოვს,რომ “ბარონი ბლისი” წმინდანად იქნას შერაცხული. (ავტორი გენია.ჯი)