ფილიპე VI – “ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფემ 1328-1350 წლებში – ფილიპე VI-მ,ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ფინანსური კრიზისის გამო,ყველა მისი სახელმწიფო ჩინოვნიკი და ქვეშევრდომი შეკრიბა,რის შემდეგაც მათგან მკაცრად მოითხოვა იმ მიზეზის ახსნა,თუ რის გამო იკლებდა კატასტროფულად სამეფო ბიუჯეტის თანხები. (ავტორი გენია.ჯი) დასმულ შეკითხვაზე ყველა დადუმდა და განრისხებულ მეფეს პასუხი ვერცერთმა მათგანმა ვერ გასცა.მოულოდნელად,არენაზე გამოვიდა სამეფო სასახლის მასხარა.მან ფილიპეს სთხოვა ერთი პატარა ექსპერიმენტის ჩატარება აღნიშნული საკითხის ირგვლივ,რაზეც თანხმობა მიიღო.მასხარამ სასწრაფოდ მოიტანა ერთი მოზრდილი ყინულის ნატეხი და დაიწყო მისი რიგრიგობით ჩამოტარება: თითოეულ იქ მყოფ ჩინოვნიკს სთხოვა,რომ ყინულის ნატეხი სულ რამდენიმე წამის მანძილზე ხელში დაეჭირათ.მასხარას მიერ ჩატარებულ ექსპერიმეტში ყველა იქ მყოფმა გაოცებულმა ჩინოვნიკმა მიიღო მონაწილეობა, და როდესაც მასხარას ყინულის ნატეხი საბოლოოდ მეფისათვის უნდა მიეტანა,აღმოჩნდა რომ ყინულისაგან წყლის მეტი არა დარჩენილიყო რა.ყოველივე ამის შემდგომ კი გონიერმა მასხარამ მეფეს ყველას გასაგონად ხმამალა მიმართა:
“აი,მეფეო,სრული პასუხი თქვენი კითხვისა!” (ავტორი გენია.ჯი)