In effigie – (სიმბოლური სიკვდილით დასჯა)
In effigie - (ლათინური ენიდან ითარგმნება,როგორც – სიმბოლური,გამოსახულებითი).იგი წარმოადგენდა ტერმინს,რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ბრალდებული ადამიანის სიკვდილით დასჯა ხორციელდება,არა მოქმედი პირის სახით,არამედ სიმბოლური მოვლენით.(ავტორი გენია.ჯი) შუა საუკუნეების დასასრულსა და ახალი დროის დასაწყისში,იმ შემთხვევაში თუკი ბრალდებული განაჩენის გამოტანამდე დაიღუპებოდა ან არ იყო დაკავებული,ამ შემთხვევაში ხორციელდებოდა,მისი სიმბოლური დასჯა.ასეთი სახის სიმბოლური დასჯები ძირითადად ხორციელდებოდა არამატერიალური დანაშაულის ჩამდენი პირების წინააღმდეგ (ჯადოქრობა,მაგია,ერეტიკოსობა და სხვა).XVI-XVII საუკუნეებში გავრცელებული სიმბოლური დასჯის დროს,ცეცხლს აძლევდნენ ბრალდებულთა გამოსახულების მქონე თოჯინებს ან პორტრეტებს.15666 წელს,ცნობილ ფრანგ მეცნიერსა და ტიპოგრაფს – ანრი ეტიენს მიესაჯა სიკვდილით დასჯა,კოცონზე დაწვით,თავის წიგნებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის ეტიენი ოვერნის მთებში იმალებოდა და შესაბამისად მასზე გამოტანილი განაჩენის აღსრულებას ფიზიკურად არ ესწრებოდა.მას შემდეგ რაც პარიზში,განხორციელდა მის სახელზე In effigie,დიდი ფრანგი მოაზროვნე იტყვის:
” – ჩემს ცხოვრებაში,ისე არასოდეს გამლიგვებია სხეული,როგორც პარიზში ჩემი სიმბოლური დასჯის დღეს”…
მოგვიანებით,XVIII საუკუნეში,მაშინ,როდესაც კოცონზე დაწვა აღარ გახლდათ ადამიანთა დასჯის ფართოდ გავრცელებული მეთოდი,ჯალათები სახრჩობელაზე გაკეთებულ სპეციალურ დაფებზე წერდნენ ბრალდებულის სახელებს.In sffigie-ს სიმბოლური დასჯა მოქმედებაში გახლდათ XIX საუკუნის დასაწყისამდე.ასეთი სახით ადამიანების დასჯა განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული ინკვიზიციის პერიოდში.ფაქტია,რომ იგივე სიმბოლური დასჯის მეთოდი გამოყენებულ იქნა 1521 წელს რომში,ისეთ ცნობილ პირზე,როგორიც გახლდათ – მარტინ ლუთერი. (ავტორი გენია.ჯი)