“კონფუცის მავზოლეუმი” (ნაგასაკიში)
“კონფუცის მავზოლეუმი” – იაპონიის ქალაქ ნაგასაკში,მსოფლიოში ერთადერთი კონფუციანელთა ტაძარია,რომელიც აგებულ იქნა ჩინელების მიერ,ჩინეთის საზღვრებს გარეთ.მიუხედავად იმისა,რომ იგი იაპონურ მიწაზე დგას,იგი ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიად მიიჩნევა და დღესდღეობით ტოკიოში მდებარე ჩინეთის საელჩოს დაქვემდებარებაშია. (ავტორი გენია.ჯი) პირველი მავზოლეუმი,გენიალურ ცინელ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს -კონფუცის,ნაგასაკიში აუგეს 1893 წელს,ცინის საიმპერატორო დინასტიის დიდი მხარდაჭერის შედეგად.ეს იყო ჩინელთა მიერ გადადგმული ერგვარი ნაბიჯი კონფუციანიზმის შეტანისა იაპონიაში.გარდა ამისა იგი განკუთვნილი გახლდათ იაპონიაში მაცხოვრებელი ჩინელებისათვის.მავზოლეუმში განთავსებულ იქნა კონფუციანური სიწმინდეები და დაწყებითი საბავშვო სკოლა.ნაგასაკიში მომხდარი საშინელი მოვლენის (1945 წლის 9 აგვისტო – ატომური ბომბის ჩამოგდება) შედეგად,იგი ძლიერ დაზიანდა.თუმცა მალევე აღადგინეს.მიუხედავად კონფუცის მავზოლეუმის მწყობრში ჩადგომისა,იგი ფართო საზოგადოებისათვის,გახსნილ იქნა 1967 წლის სექტემბრის თვეში.1982 წელს მას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. (ავტორი გენია.ჯი) მავზოლეუმის ტერიტორიაზე განთავსებულია 72 ქანდაკება,კონფუცის ყველაზე ერთგული მიმდევრებისა.გარდა ამისა,მის პირველ სართულზე განთავსებულია ჩინეთის ისტორიის მუზეუმი და პეკინის სასახლე-მუზეუმის ექსპონატები.იქვე წარმოდგენილია “აბრეშუმის გზის” უძველესი რუკები და პირველი,ჩინელების მიერ შექმნილი – “სეისმოგრაფი”.მეორე სართულზე კი განთავსებულია 80 უძველესი ჩინური ექსპონატი.ნაგასაკიში მდებარე – “კონფუცის მავზოლეუმი”,ჩინური კულტურის,ისტორიისა და რელიგიის ცენტრად მიიჩნევა და მას უამრავი სტუმარი სტუმრობს. (ავტორი გენია.ჯი)