არისტოტელე – “სოფისტების” შესახებ წერდა…
“უწინარეს ყოვლისა,უნდა გავარკვიოთ რამდენ მიზანს ისახავენ სოფისტები,რომლებიც მსჯელობენ მხოლოდ იმისათვის,რომ იკამათონ და მოწინააღმდეგეს სძლიონ.ამნაირი მიზანი სულ ხუთია: უარყოფა,სიყალბე,საყოველთაოდ აღიარებულისადმი შეუთანხმებლობა,მეტყველების მცდარობა და, მეხუთე,მოწინააღმდეგის ჩაყენება იმნაირ მდგომარეობაში,რომ ფუჭად იყბედოს,ესე იგი ხშირად გაიმეოროს ერთი და იგივე. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე მეტად ისინი ცდილობენ შექმნან მოჩვენებითობა იმისა,რასაც უარყოფენ; მეორეც, – გვიჩვენონ,რომ თანამოსაუბრე ცრუობს; მესამეც, – ძალაუნებურად მიიყვანონ იგი იმნაირ დასკვნამდე,რაც არ ეთანხმება საყოველთაოდ აღიარებულს; მეოთხეც, – აიძულონ იგი შეცდომები დაუშვას მეტყველებისას,ესე იგი თავიანთი საბუთებით იძულებული გახადონ თანამოსაუბრე,უცხოელივით არასწორად ილაპარაკოს; დაბოლოს, – აიძულონ იგი ხშირ-ხშირად გაიმეოროს ერთი და იგივე”. (ავტორი გენია.ჯი)