რეალური ფაქტები – “მამაცი გულის” შესახებ…
დიდი ამერიკელი კინორეჟისორის,მსახიობისა და სცენარისტის – მელ კოლმ-კილე ჯერალდ გიბსონის მიერ 1995 წელს გადაღებული,შესანიშნავი ფილმი -“მამაცი გული”,ასახავს შოტლანდიის ისტორიული პერიოდის XIII საუკუნეს და ამავე ქვეყნის ეროვნული გმირის – უილიამ უოლესის გმირულ წარსულს.აღნიშნული ფილმი,კინოეკრანებზე გამოსვლისთანავე მსოფლიო კინომოყვარულთა უდიდესი ყურადღების ცენტრში მოექცა. (ავტორი გენია.ჯი) 1996 წელს გაიმარჯვა “ოსკარის” 5 ნომინაციაში.ამავე დროს მიენიჭა,1995 წლის საუკეთესო ფილმის წოდება.მიუხედავად ამისა,ფილმში გამოყენებულ ისტორიულ სიუჟეტებში არის ძალიან ბევრი ფაქტი,იმისა,რაც სინამდვილეში სულ სხვაგვარად იყო და შესაბამისად უოლესის რეალური პიროვნებაც ძლიერ განსხვავებული გახლდათ ფილმში მოყვანირი პროტოტიპისაგან.გავყვეთ ისტორიას: უილიამ უოლესზე პირველი ცნობები მომდინარეობს,გამოჩენილი შოტლანდიელი პოეტის -ჰენრი მენესტერლიუს მიერ,1448 წელს დაწერილი ეპიკური ჟანრის პოემიდან – “უოლესი”.ისტორიული დოკუმენტების თანახმად,გარდა ზემოთ აღნიშნული პოემისა,სხვაგან არსად არ გვხვდება ისეთი ისტორია უოლესის შესახებ,რაც ფილმში იქნა გადმოცემული.თუმცა დადასტურებული ფაქტია,რომ მან გაიმარჯვა ინგლისელთა წინააღმდეგ – “სტირლინგთან ბრძოლაში”,რის შემდეგაც მიანიჭეს რაინდის ტიტული.კინოფილმში მოყვანილი სცენა,სადაც უილიამს აწამებენ,არ შეიცავს სინამდვილეს.ისტორიულად ცნობილია,რომ ის ჯერ ჩამოახრჩვეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოჰკვეთეს თავი და სხეულის სხვა ნაწილები.შოტლანდიის მეფე – რობერტ ბრიუს I (1274-1329 წლები) რომელიც უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი,შოტლანდიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მეფის სახელით არის ცნობილი.სწორედ რობერტ ბრიუსი გახლდათ ის დიდი შოტლანდიელი მეფე,რომელმაც თავის ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუპოვა.უილიამ უოლესის მეუღლის ნამდვილი სახელი – მერიანი იყო და არა მარონი. (ავტორი გენია.ჯი) ფილმში გამოყენებული სცენა,სადაც 10 წლის უილიამი საკუთარი ოჯახის წევრებს მოკლულებს ნახავს,სინამდვილეში 21 წლის ასაკში ყოფნის დროს მოხდა (მოუკლეს მამა და ძმა).რაც შეეხება ინგლისის მეფე ედუარდ I-ს (1239-1307 წლები),წარმართი კი არ იყო,არამედ კათოლიკე გახლდათ და მე-8 ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.ასევე,ის სცენა,სადაც თითქოს ინგლისის ტახტის მემკვიდრე,ედუარდ III (1312-1377 წლები),თითქოს უილიამის შვილია,ესეც არ შეეფერება სინამდვილეს,რადგან იგი ქვეყნიერებას,უოლესის სიკვდილით დასჯიდან (1305 წელს),7 წლის შემდეგ მოევლინა.კინოფილმში მოყვანილი სიუჟეტი,რომელშიც აღწერილია უილიამის სიკვდილის დასჯის დღეს ედურდ I-ის გარდაცვალება,არც ეს შეესაბამება სინამდვილეს,რადგან ედუარდი უილიამის დასჯიდან,მხოლოდ ორი წლის შემდეგ,1307 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა.უილიამ უოლესის ტყვედ ჩავარდნა კი,არა რობერტ I-ის მამის,არამედ შოტლანდიელი დიდგვაროვანი რაინდის – ჯონ დე მენტეისას სინდისზე არის.იგი ინგლისელთა მიერ იქნა მოსყიდული.რაც მთვარია,სოტლანდიაში – “მამაც გულად”,არა უილიამ უოლესს,არამედ შოტლანდიის მეფეს – რობერტ ბრიუს I-ს მოიხსენიებდნენ.მიუხედავად უამრავი უზუსტობისა,მელ გიბსონის ფილმმა თავის დროზე,მაინც ფურორი მოახდინა და დღემდე დიდ ინტერეესა და მოწონებას იწვევს კინომოყვარულებში. (ავტორი გენია.ჯი)