“ჰატიდოგრაფი”
“ჰატიდოგრაფი” - წარმოადგენდა,იმ ძველბერძენ ავტორს ისტორიულ-პროზაიკული ნაწარმოებებისა,რომელთა უმთავრესი ფუნქცია გახლდათ – ატიკის (ერთ-ერთი უძველესი ისტორიული რეგიონი საბერძნეთისა) ისტორიის უძველესი ეპოქების,პოლიტიკური ინსტიტუტების,ატიკური დღესასწაულების,მითოლოგიური,ისტროიული ტრადიციების და კულტების წარმომავლობა. და სადაც ასახული გახლდათ უძველესი ატიკური გენეოლოგია,ეთიმოლოგია და ქრონოლოგიური სქემები.ასეთი ისტორიული ჟანრის მწერალ ავტორებს მოიხსენიებდნენ,როგორც – “ჰატიდები”.უძველესი ეპოქისათვის,საბერძნეთში “ჰატიდოგრაფია”,ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული წყაროს ფუნქციის მატარებელი გახლდათ,თუმცა ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეებიდან მისმა პოპულარობამ,(ავტორი გენია.ჯი) საგრძნობლად იკლო.პირველ “ჰატიდოგრაფად” ისტორიაში,დღემდე მიჩნეულია,უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსი და ჰეროდოტეს თანამედროვე – ჰელანიკოსი ლესბოსიდან (ძვ.წ.აღ-ით,დაახლოებით 485-400 წლები).მის შემდეგ ყველაზე ცნობილი “ჰატიდოგრაფი” გახლდათ გამოჩენილი ძველბერძენი პოლიტიკოსი და ისოკრატეს მოსწავლე – ანდროტიონი,რომელმაც 8 წიგნად დაწერა “ჰატიდები”,სადაც გადმოცემული იყო ათენის საწყისი (ავტორი გენია.ჯი) ისტორია – პელოპონისის ომამდე.აღნიშნული ისტორიები,მოგვიანებით გამოყენებულ იქნა არისტოტელეს მიერ,თავისი ნაშრომებისათვის.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “ჰატიდების” მიერ დაწერილ ისტორიულ მოვლენებს,შემდგომ საუკუნეებში იყენებდა არა მარტო არისტოტელე,არამედ სხვა ისეთი უდიდესი მეცნიერები,სწავლულები და ისტორიკოსები,როგორებიც გახლდნენ – პლუტარქე,კალიმაქე და სხვები.შემდგომ საუკუნეებში,მიუხედავად “ჰატიდოგრაფიის” პოპულარულობის დაცემისა,მის მიმართ ინტერესი მაინც საკმაოდ მაღალი იყო და კვლავაც მრავალი ისტორიკოსი იღებდა მათგან,უმნიშვნელოვანეს ისტროიულ მონაცემებს,ძველი ატიკისა და ზოგადად უძველესი საბერძნეთის შესახებ.