დინ რაკსის “ირონიული” შეკითხვა დე გოლს…
დინ რაკსი - წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს 1960-1969 წლებში (პრეზიდენტების ჯონ კენედისა და ლინდონ ბეი ჯონსონის პერიოდებში).გასული საუკუნის 60-იან წლების დასაწყისში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა,ლეგენდარულმა – შარლ დე გოლმა,გადაწყვიტა სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების – “ნატოს” დატოვება. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალურად ამ საკითხის განსახილველად საფრანგეთს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი – დინ რაკსი.მოლაპარაკების პროცესში,დე გოლმა დინ რაკსისაგან (ზოგადად ამერიკისაგან),მოითხოვა სასწრაფოდ დაეტოვებინა საფრანგეთის ტერიტორია ყველა ამერიკელ ჯარისკაცს.ასეთი მოთხოვნისაგან გაღიზიანებულმა დინ რაკსმა დე გოლს საკმაოდ ირონიული ტონით ჰკითხა:
” – თქვენი მოთხოვნა გასაგებია.თუმცა მაინტერესებს,ეს ეხება იმ ამერიკელი ჯარისკაცების საფლავებაც,რომლებიც საფრანგეთის თავისუფლებას შეეწირნენ და აქვე არიან დასაფლავებულნი?
დე გოლს დინ რაკსის შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია და დადუმდა.მათ ირგვლივ კი ისეთი სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა,რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით…
აღნიშნული ვიზიტის შემდე,საფრანგეთს ალიანსი არ დაუტოვებია და დღეს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა – “ნატოს” წევრ ქვეყნებს შორის. (ავტორი გენია.ჯი)