მორის ფოცხიშვილი – “მე რაც ვიცოდი”

მე რაც ვიცოდი შენ გაგიმხილე,

შენ სხვას უთხარი,სხვამ კიდევ -

სხვას,

იმ სხვამ ვიღაცას გაანდო მერე

ჩვენი ამბავი მწამს…

ახლა ის ვიღაც ჩემთან მოდის და

მევე მიამბობს მას,

რაც მე ვიცოდი და შენ გითხარი,

რაც შენ უთხარი სხვას.