აქსელ ერლანდსონი – “არბოსკულპტურის” ფუძემდებელი
“არბოსკულპტურის” ფუძემდებლად მიჩნეულია 1884 წელს დაბადებული,კანადაში მცხოვრები შვედი ემიგრანტის შვილი - აქსელ ერლანდსონი.იგი მცენარეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.გადაწყვიტა ჩაეტარებინა ისეთი ექსპერიმენტები,რომლის მეშვეობითაც მცენარეებს მისცემდა ისეთ ფორმებს,როგორიც მას სურდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს კი იმ პერიოდისათვის ერთგვარი ინოვაციური ხელოვნება გახლდათ.აქსელი სპეციალური დანადგარების მეშვეობით მცენარეს ზრდიდა ისე,როგორებიც ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზეა წარმოდგენილი.ასეთი ექსპერიმენტებისათვის თავის დიდ ბაღს იყენებდა.ცდებს იგი სხვადასხვა მცენარეებზე,წლების განმავლობაში ატარებდა.საბოლოო ჯამში მიაღწია კიდეც,ხელოვნების ისტორიაში სრულიად ახალი,პირველი – არბოსკულპტურის ჩამოყალიბებას.თავისი პირველი არბოსკულპტურა მან 1919 წელს წარმოადგინა,რამაც დიდი გაოცება და მოწონება გამოიწვია მნახველში. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,აქსელ ერლანდსონის მიერ შემოტანილი ხელოვნებით არავინ დაინტერესებულა და ეს ხელოვნება,მხოლოდ მისი ოჯახის ინტერესადვე დარჩა.1945 წელს აქსელი მოგზაურობაში წავიდა და სწორედ ამ პერიოდიდან ინტერესდებიან მისი ინოვაციური ხელოვნებით.შეძლებული მოქალაქეები აქსელს აძლევდნენ შეკვეთებს და უხდიდნენ თანხებს,რათა მას გამოეყვანა ისეთი მცენარე რომელიც ყველას გაოცების საგნად იქცეოდა.მალევე “არბოსკულპტურით” მრავალი ადამიანი დაინტერესდა.ერლანდსონმა კალიფორნიაში იყიდა მიწის ნაკვეთი,სადაც გააშენა საუკეთესო მცენარეებისაგან გამოყვანილი,”არბოსკულპტურების” გასაოცარი ბაღი,რომელიც დღემდე “არბოსკულპტურის” შედევრად არის მიჩნეული.მან აღნისნულ ბაღს – “ხეთა ცირკი” უწოდა.როდესაც ჰკითხეს თუ როგორ გამოჰყავდა ცოცხალი მცენარეებიდან ასეთი საოცრებები,პასუხი ასეთი გასცა – “მე,უბრალოდ მათ ვთხოვ ისეთი ფორმა მიიღონ,როგორიც მსურს და ისინიც სურვილს მისრულებენო”,ფაქტიურად მან თავისი საიდუმლო არ გასცა.ნიუხედავად ამისა “არბოსკულპტურის” საიდუმლო ამოხსნილ იქნა და დღესდღეობით ყველაზე ცნობილი არბოსკულპტორი გახლავთ – რიჩარდ რიმსი,რომლის საყვარელ ფრაზასაც წარმოადგენს: “წარმოიდგინეთ თქენთვის ის სამყარო,რომელშიც გსურთ იცხოვროთ.ყოველივე ამის შემდეგ კი იგი თავად შექმენით”. (ავტორი გენია.ჯი)