ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი – “ეპიზოდი”
დიდი ინგლისელი მწერალი,პოეტი და ნოველისტი,ავტორი ყველასათვის ცნობილი ნაწარმოებისა “ჯუნგლების წიგნი” - ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი,6 წლის მანძლილზე (1872-1878 წლები) ბავშვთა კერძო პანსიონში ცხოვრობდა,სადაც იმდენად ცუდი პირობები იყო,რომ მოგვიანებით ამბობდა – “დიდი სიამოვნებით გადავწვავდი ჰოლოუევების სახლს (პანსიონატის მეპატრონე) და დიდი სიამოვნებისთ დავიძინებდი მის ნაცარზეო”. (ავტორი გენია.ჯი) კიპლინგს,განსაკუთრებით ცუდად ექცეოდა პანსიონატის მეპატრონე მადამ როუზი.თუმცა,მას შემდეგ გავიდა ათწლეულები და როდესაც ჟოზეფ რადიარდ კიპლინგი გარდაიცვალა ლონდონში (1936 წლის 18 იანვარს),მის პანაშვიდზე მისულმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სტენლი ბოლდუინმა და ბრიტანეთის ფელდმარშალმა ბერნარტ ლოუ მონტგომერმა,მისდამი უზარმაზარი პატივისმიგების მიზნით კიპლინგის განსასვენებელ სასახლეს,დიდი ბრიტანეთის ეროვნული დროშა საკუთარი ხელით გადააფარეს.ასეთი პატივი კი,არცერთ ინგლისელ მწერალს არ ღირსებია.
P.S. ზემოთ განთავსებულ ფოტოზე გამოსახულნი არიან ბრიტანეთის პრემიერი -სტენლი ბოლდუინი და ფელდმარშალი – მონტგომერი,რომლებიც რადიარდ კიპლინგისათვის პატივის მისაგებად მიეშურებიან. (ავტორი გენია.ჯი)