Leiurus quinquestriatus – “ყვითელი მორიელი”
Leirus quinquestriatus - იგივე “ყვითელი მორიელი”,წარმოადგენს ფეხსახსრიან უხერხემლო ცხოველთა ტიპს,მორიელების ერთ-ერთ სახეობის Buthidae-ს ოჯახისა.მისი გავრცელების ძირითად არეალს წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილი,თურქეთი და არაბეთის ნახევარკუნძული.აღნიშნული სახეობა,განსაკუთრებით მოყვარულია მშრალი ადგილების: უდაბნოს დიუნები,ქვები,ნაპრალები და ქვიშა,სადაც მას 20 სანტომეტრამდე ჩამარხვა ძალუძს.(ავტორი გენია.ჯი)მისი საერთო სიგრძე 30 მილიმეტრიდან 77 მილიმეტრამდეა.თუმცა ბუნებაში არსებობს 80 მილიმეტრიდან – 110 მილიმეტრამდე სიგრძის ეგზემპლარებიც (იშვიათად).როგორც წესი,”ყვითელი მორიელის” მდედრები,მამრებთან შედარებით მომცრო ზომებით გამოირჩევიან.ფერით,ძირითადად ჩალისფერ-მოყვითალოები ან მწვანე-ნარინჯისფერები არიან.მათი შხამი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო შხამადაა მსოფლიოში მიჩნეული,რადგან შეიცავს მთელ ნაზავს ძლიერმოქმედი ნეიროტოქსიკების “კოქტეილისა”.მისმა ნაკბენმა შესაძლოა გამოიწვიოს ანაფთილატიკური შოკი,რასაც ფატალური შედეგის დადგომა მოჰყვება (ავტორი გენია.ჯი).აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ გარდა უარყოფითი თვისებებისა,მის შხამს ფართოდ იყენებენ მედიცინაში და იგი ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ.”ყვითელი მორიელი”-ს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 5 წელიწადია და ძირითადად იკვებებიან მწერებით.ძლიერმოქმედი შხამის გამოისობით,”ყვითელ მორიელთან” შეხვედრას ადამიანი ყოველთვის ერიდება და გაურბის.