ბელიზი

ბელიზი - გახლავთ სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში,რომელიც 1973 წლამდე ცნობილი იყო,როგორც – ბრიტანული ჰონდურასი.დასავლეთიდან ესაზღვრება გვატემალა,ჩრდილოეთიდან მექსიკა,აღმოსავლეთით კი მდებარეობს კარიბის ზღვა და კარიბის კუნძულები.ქვეყნის დედაქალაქი ბელმოპანია 13654 მცხოვრებით,თუმცა უდიდესი ქალაქი ბელიზია70800 მაცხოვრებლით.ბელიზის მოსახლეობის რაოდენობა 307,899 კაცია,რითაც იგი სხვა ქვეყნის ანალოგიურ მჩვენებელთან 177-ე ადგილზე აყენებს.ფართობი კი 22966 კვადრატული კილომეტრია,რაც ასევე სხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელთან 150-ე ადგილზე აყენებს. (ავტორი გენია.ჯი) ეროვნული ვალუტა ბელიზის დოლარია.ქვეყანა შედის გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობაში და ფორმალური მისი მმართველი დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბედ II-ეა.თუმცა ქვეყანას განაგებს პრემიერ-მინისტრი,რომელიც ხდება 5 წლის ვადით იმ პარტიის ლიდერი,რომელიც არჩევნებს მოიგებს.საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი ეროვნული კრებაა.სენატი,რომელიც დაკომპლექტებულია 17 დეპუტატით (რომელსაც პრემიერისა და ელიზაბედ II-ის ნდობით აღჭურვილი გენერალ-გუბერნატორი უწევთ რეკომენდაციას) და ქვედა პალატა 31 დეპუტატით,რომელთაც საყოველთაო არჩევნებით ირჩევენ.ქვეყნის სახელმწიფო მოწყობა დემოკრატიული საპარლამენტო,ვესტინსტერული სისტემაა.ხოლო მმართველობის ფორმა კი კონსტიტუციური მონარქიაა.პიველი მაცხოვრებლები ბელიზისა მაიას ხალხი იყო,თუმცა X საუკუნეში მათმა მიგრაცია განიცადეს,მაშინ როდესაც ეს ხალხი აიყარა ამ ადგილებიდან და დაიძრა ნახევარკუნძულ იუკატანისაკენ (მექსიკა).XVI-ე საუკუნეში ბელიზში ესპანელები გადასხდნენ თუმცა ვერ დამკვიდრდნენ.1638 წელს კი იქ პირველი ინგლისური კოლონია შეიქნა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ესპანელთა მრავალი მცდელობისა,ბელიზი მაინც ინგლისელთა ხელში რჩებოდა.ასევე იყო ინგლისელთა წინააღმდეგ ბელიზელთა აჯანყებები,მაგრამ შედეგიანი არც ერთი არ ყოფილა.საბოლოოდ ბელიზმა დამოუკიდებლობა 1981 წლის 21 სექტემბერს მოიპოვა.ქვეყნის ოფიციალური სალაპარაკო ენა ინგლისურია.იგი ერთადერთი ქვეყანაა ცენტრალურ ამერიკაში,რომლის ოფიციალური ენაც ინგლისურია.თუმცა მოსახლეობის მხოლოდ 4% მიიჩნევს ამ ენას დედა-ენად,მათი მშობლიური ენა ბელიზური კრეოული ენაა.ბელიზის მოსახლეობის 49% კათოლიკეა,27% პროტესტანტი,14% ათეისტი და სხვა რელიგიური კონსეფსიები.ბელიზი იყოფა ექვს ოლქად.ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს მაიას მთა,რომლის სიმაღლეც 1122 მეტრია.წვიმების პერიოდი მაისიდან ივლისამდე გრძელდება და იცის კარიბის ზღვის ქარიშხალი,რომელიც მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებს.ბელიზში არის დაბლობები,ტყეები და საკმაოდ მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა.ექსპორტზე ბელიზს გააქვს – შაქარი,ბანანი,ციტრუსი,თევზი და სხვა პროდუქტები.მისი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი ამერიკა,დიდი ბრიტანეთი,ნიგერია და კოტ დ’ივუარია.ქვეყანა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სრულუფლებიანი წევრია. (ავტორი გენია.ჯი)

ბელიზის ეროვნული გერბი

ბელიზის დედაქალაქი – ბელმოპანი

ქალაქი ბელიზი

ბელიზი რუკაზე