ჯეიმზ ავგუსტინ ალოიზიუ ჯოისი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ირლანდიელი მწერლისა და პოეტის,ავტორის გახმაურებული ნაწარმოებებისა – “ულისე”,”დუბლინელები” და “გმირი სტივენი” - ჯეიმზ ავგუსტინ ალოიზიუს ჯოისის (1882-1941 წლები) ქალიშვილი – ლუჩია ჯოისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 1982 წლის 12 აგვისტოს გარდაიცვალა.მწერლის ქალიშვილმა,რომელსაც 1932 წელს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს,ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 47 წელიწადი გაატარა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც შემდგომში გახდა ცნობილი,ლუჩიას ფსიქიკური დაავადების მიზეზი,მამამისის (ჯეიმზ ჯოისის) პირადი მდივნის – სამუელ ბეკეტის (ცნობილი ირლანდიელი მწერალი,პოეტი და დრამატურგი) უიღბლო სიყვარული აღმოჩნდა.ირლანდიელებმა ლუჩიას გარდაცვალების შემდეგ დააწესეს სპეციალური დღე ,სახელწოდებით – “Lucia Day” (“ლუჩიას დღე” – აღინიშნება ლუჩიას დაბადების დღეს 26 ივლისს).ამ დღეს ირლანდიაში ტარდება შიზოფრენიით დაავადებულთა მხარდასაჭერი ღონისძიებები,რა დროსაც ადამიანებს მოუწოდებენ,რომ სათანადო ყურადღება გამოიჩინონ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი)
ლუჩია ჯოისი