“ხმელეთის უდიდესი ცხოველები”
1. აფრიკული სპილო - ხმელეთის ყველაზე მძიმეწონიან არსებად არის მიჩნეული.მისი საშუალო მასა 8 500 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური კი 13 000 კილოგრამი.სხეულის სიგრძე ხშირ შემთხვევაში 6.70 მეტრს აღწევს.ბინადრობენ აფრიკაში.სულ ბინებაში გამოყოფენ აფრიკული სპილოს ორ სახეობას – სავანის სპილოს და ტყის სპილოს.აღნიშნული სახეობები მეცნიერთა დასკვნით დედამიწაზე გაჩნდნენ ჯერ კიდევ 1,9-7,1 მილიონი წლის წინათ.ისინი შეტანილი არიან “წითელ წიგნში”,როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი სახეობები. (ავტორი გენია.ჯი)
2. აზიური სპილო - ანუ ინდური სპილო,თავისი ფიზიკური მონაცემებით,მეორე გიგანტია ხმელეთის არსებებს შორის.მისი საშუალო წონა 4 200 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური კი 5200 კილოგრამი.სხეულის სიგრძე 5,94 მეტრს აღწევს.ისინი გავრცელებული არიან ინდოეთში,შრი-ლანკაში,ბანგლადეშში,ტაილანდში,ლაოსში და სხვა აზიურ ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი) ბუნებაში ცოცხლობენ 60-70 წელიწადი,ხოლო ტყვეობაში (ზოოპარკები და ასე შემდეგ) 80 წლამდე.1986 წელს აზიური სპილოს სახეობა შეტანილ იქნა – “წითელ წიგნში”,რის გამოც მათ,ბევრი აზიური ქვეყნის კანონმდებლობა ოფიციალურად იცავს.
3. თეთრი მარტორქა - ბინადრობს აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში.იგი თავისი ფიზიკური კონდინციების გამო,ხმელეთის მესამე არსებად არის მიჩნეული.საშუალო მასა თეთრი მარტორქისა 2 350 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური მასა კი 3 850 კილოგრამი.სიგრძეში 3,81 მეტრამდე იზრდება.მიუხედავად ასეთი დიდი მასისა,შეუძლიათ 40-45 კილომეტრ საათი სისწრაფე განავითარონ. (ავტორი გენია.ჯი)
4. ჩვეულებრივი ბეჰემოტი - (ჰიპოპოტამი),ერთ-ერთი უდიდესი ცხოველია ხმელეთისა.მისი საშუალო მასა 2 500 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური წონა კი 3 400 კილოგრამი.სიგრძეში იზრდებიან 3,35 მეტრი.სიმაღლეში შესაძლოა 1,70 მეტრამდეც მიაღწიონ. (ავტორი გენია.ჯი) გავრცელებულნი არიან მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე,საჰარის უდაბნოს დასავლეთით.ანტიკურ ხანაში,აფრიკის კონტინენტის გარდა,გავრცელებული იყვნენ ახლო აღმოსავლეთშიც.მეცნიერთა ვარაუდით ბეჰემოტთა პირველი სახეობები დედამიწას 54 მილიონი წლის წინათ მოევლინენ.
5. ინდური ბიზონი გაური - ხმელეთის ერთ-ერთი უდიდესი მასის მქონე ცხოველია.ისინი გავრცელებული არიან აზიაში.მისი საშუალო წონა 1600 კილოგრამია,ხოლო მაქსიმალური კი 1800 კილოგრამი.სიგრძეში 3 მეტრამდე იზრდებიან.გამოირჩევიან აგრესიულობით. (ავტორი გენია.ჯი)