მარტინ სკორსეზეს განცხადება – “ტაქსის მძღოლის” კრიტიკაზე…
იტალიური წარმომავლობის მქონე,გენიალური ამერიკელი კინორეჟისორის,მწერლის,პროდიუსერისა და ამერიკული კინოაკადემიის “ოსკარის” მფლობელის - მარტინ მარკანტინიო ლუჩიანო სკორსეზეს რეჟისორობით კინოსტუდია Columbia Pictures-ში,1976 წელს გადაღებული ფილმი – “ტაქსის მძღოლი” (რომელშიც ისეთმა დიდმა მსახიობებმა ითამაშეს,როგორებიც არიან – რობერტ დე ნირო,ჯოდი ფოდტერი და ჰარვი კეიტელი),არა მარტო უდიდესი სახელის მომტანი ფილმი შეიქნა 34 წლის სკორსეზესათვის,არამედ უზარმაზარი კრიტიკის ობიექტადაც აქცია იგი. (ავტორი გენია.ჯი) ფილმმა კინოეკრანებზე გამოსვლისთანავე ისეთი რეზონანსი გამოიწვია,რომ ამერიკის საგამომძიებლო ფედერალური ბიუროს ყურადღებაც კი მიიპყრო.მარტინ სკორსეზეს ბრალს სდებდნენ ფილმში გამოყენებული სცენების გამო – ძალადობის პროპაგანდაში.ასეთმა დამოკიდებულებამ,რეჟისორზე დიდი გავლენა იქონია,რაც მის მიერ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებაში ასახა კიდეც:
“მე ვიღებდი ისტორიას მარტოსული ადამიანის შესახებ,რომელიც ცდილობდა სამართლიანობისათვის მიეღწია… მაგრამ,თუ ძალადობის განდიდება გამომივიდა,მაპატიეთ ხალხო”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მიუხედავად უამრავი კრიტიკისა,ფაქტი ფაქტადვე რჩება: მარტინ სკორსეზეს ფილიმმა – “ტაქსის მძღოლი”,იგი 1970-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების კერპად აქცია და საყოველთაო აღიარებაც მოუტანა,როგორც უდიდეს რეჟისორს. (ავტორი გენია.ჯი)
მარტინ სკორსეზე