კარლ გუსტავ იუნგი – “წითელი წიგნი”
კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961 წლები) – გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი.იგი მრავალი წლის მანძილზე თანამშრომლობდა გენიალურ ავსტრიელ ფსიქოლოგთან – ზიგმუნდ ფროიდთან.1913 წლიდან მათ შორის არა მარტო თანამშრომლობა,არამედ კონტაქტებიც კი შეწყდა. (ავტორი გენია.ჯი) ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი,იუნგის სერიოზული ფსიქიკური პრობლემები გახლდათ,რომელიც ძირითადად ხასიათდებოდა,როგორც სმენითი,ასევე მხედველობითი ჰალუცინაციებით.თავად კარლი,ასეთ მოვლენას “შეუცნობელთან კონფრონტაციას” უწოდებდა.ჰალუცინაციების შეტევების შემდეგ,თავის შთაბეჭდილებებს,შენიშვნებსა და დაკვირვებებს,წერილობითი ფორმებით (დღიურები) აფიქსირებდა.სწორედ ამ მეთოდით შეიქმნა,ესოდენ გასაოცარი – “ახალი წიგნი” (Liber Novus).მოგვიანებით წიგნს სახელი გაერქვა და ეწოდა – “წითელი წიგნი”.მასში მოცემულია თავისი,ეშმაკისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; საუბრები ღვთაებებთან; მრავალი სისღლაღრევითი და სისხლისგამყინავი სცენები.გარდა ამისა კარლ გუსტავ იუნგს,წიგნში აღწერილი აქვს “მოგზაუობა ჯოჯოხეთში”. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტთა ერთი ნაწილის მოსაზრებით,ამ საოცარ წიგნში დიდ შვეიცარიელ ფსიქოლოგს ჩადებული აქვს “უსაზღვრო სიბრძნე”,ხოლო მეორე ნაწილის აზრით,იგი წარმოადგენს ავტორის “ღრმა ფსიქოზის” შედეგს.იუნგი ჰალუცინაციური შემოტევების აღწერას 16 წელიწადი (საკუთარ გარდაცვალებამდე) აწარმოებდა.”წითელი წიგნის” ავტორი ამ პერიოდის შესახებ წერდა:
“ეს წლები… როდესაც მე დავდევდი ჩემსავე შინაგან სამყაროს,ყველაზე უმნიშვნელოვანესი პერიოდი გახლდათ ჩემი ცხოვრებისა.როდესაც ჰალუცინაციები იწყებოდა,ჩემს ირგვლივ ყველაფერი კარგავდა გადამწყვეტ მნიშვნელობას.მთელი ცხოვრება შევალიე შეუცნობელის შესწავლას და უცებ,თავად შემოიჭრა იგი ჩემში და სრულიად დამიპყრო”. (ავტორი გენია.ჯი)
კარლ გუსტავ იუნგის გარდაცვალების შემდგომ (1961 წლის 6 ივნისი),ნახევარი საუკუნის განმავლობაში,მისი ოჯახი “წიგნის არსებობას’ ასაიდუმლოებდა.მის შესახებ ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის,მხოლოდ 2009 წლის ოქტომბერში გახდა.დღესდღეობით “წითელი წიგნის” მრავალმა გამოცემამ გამოსცა,თუმცა ორიგინალი დაცულია მანჰეტენზე მდებარე “სამხატვრო მუზეუმში”.როგორც სპეციალისტთა ნაწილი ვარაუდობს,აღნიშნული ჩანაწერებით,კარლ იუნგს სურდა ჩვენთვის გადმოეცა “ეშმაკეულის სრული არსი” და ამას ის,თავად ზებუნებრივი ძალების მეშვეობით აკეთებდა.ასეა თუ ისე,დღემდე უცნობია რატომ ასაიდუმლოებდა ოჯახი ათწლეულების მანძილზე წიგნის არსებობას.იმ წიგნისა,რომელმაც შოკში ჩააგდო მრავალი მეცნიერი თუ უბრალო მკითხველი. (ავტორი გენია.ჯი)