“მზის საათი”
“მზის საათი” - ინგლისურ ენაზე “Sundial”,წარმოადგენს ასტრონომიულ ხელსაწყოს,რომლითაც იზომება დრო,მზის პოზიციის მიხედვით.მას გააჩნია ვერტიკალური და ჰორიზონტალური წრე-ციფერბლატები.როდესაც დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობს,შესაძლებელი ხდება დროის გაგება.მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით,დროის გაგების საშუალებები ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლის წინ იყო ადამიანებისათვის ცნობილი. ძვ.წ.აღ-ით 1100 წლისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრონომეტრიულ ხელსაწყოდ,სწორედ “მზის საათები” მიიჩნეოდა.როგორც ერთ-ერთ ერთი ვერსიით ირკვევა,”მზის საათი” პირველად აღწერილი აქვს ჩინელ ჩიუ-ლის,რომელიც თავის მიერ დაწერილ ქრონიკებში “მზის საათს” ყველაზე მარტივ საშუალებად მოიხსენიებდა,დროის გაგების მხრივ (ავტორი გენია.ჯი).სხვა ვერსიის თანახმად პირველი “მზის საათი” გამოგონებულ უნდა ყოფილიყო უძველეს ბაბილონში,დაახლოებით 3500 წლის წინათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “მზის საათი” მოხსენიებული და აღწერილი არის ბიბლიის უძველეს წერილობით დოკუმენტებში და მას მოიხსენიებდნენ,როგორც “აჰა-ზა”.იგი წარმოადგენდა მეფე აჰაზას კუთვნილ ობელისკურ საათს ძვ.წ.აღ-ით 732 წელს.
პირველი აღწერა “მზის საათისა” უძველეს ეგვიპტეში,განეკუთვნება ეგვიპტის ფარაონის – სეტი I-ის საფლავზე გაკეთებულ წარწერას,რომელიც თარიღდება ძვ.წ.აღ-ით 1306-1290 წლებით.შესაბამისად ძველ ეგვიპტეში,მეცნიერთა ვარაუდით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა “მზის საათებს”.2013 წელს,ბაზელის უნივერსიტეტმა ოფიციალურად განაცხადა,რომ მეფეთა ხეობაში (ეგვიპტე) აღმოჩენილ იქნა 3 300 წლის ასაკის მქონე “მზის საათი”.
უძველესი რომაელი არქიტექტირისა და მექანიკოსის – მარკუს ვიტრუვიუსის გადმოცემის თანახმად,ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში კუნძულ კოსს ესტუმრა,იმ პერიოდისათვის ცნობილი ბაბილონელი ასტრონომი – ბეროუსი,რომელმაც ძველ ბერძნებს გააცნო “მზის საათის” შესახებ ინფორმაციები.რის შემდეგაც იგი კიდევ უფრო დახვეწილი იქნა ანაქსიმანდრესა და ანაქსიმენეს მიერ.
ძველ რომში პირველი “მზის საათი” ჩატანილ იქნა კონსულ – ვალერიუს მასალას მიერ სიცილიიდან ძვ.წ.აღ-ით 263 წელს.ხოლო პირველად იგი რომში დამონტაჟებულ იქნა,დაახლოებით ახ.წ.აღ-ით 170 წელს მარციუს ფილიპეს მიერ.
“მზის საათი” იმთავითვე დიდი ინტერესის საგნად და უმნიშვნელოვანეს ქრონომეტრიულ ხელსაწყოდ მიიჩნეოდა მსოფლიოში.ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი “მზის საათისა” დამონტაჟებულ იქნა უდიდესი ქართველი მეფის – დავით IV აღმაშენებლის მიერ “გელათის ტაძრის” კედელზე.”პოპულარობამ” მზის საათისა,საუკუნიდან-საუკუნემდე განუსაზღვრელად იმატა.ამიტომ იგი მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოსა და რეგიონში იქნა დამონტაჟებული (ავტორი გენია.ჯი).მას ამონტაჟებდნენ ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე,მეფეებისა და დიდებულების სასახლეებში,თუ ციხე-სიმაგრეებში,მოგვიანებით სახლების კედლებზეც კი.მზადდებოდა,როგორც გადასატანი მზის საათები,ასევე ჯიბის მზის საათებიც.მიუხედავად უამრავი სხვადასხვა ვერსიისა,ზუსტად დღემდე დაუდგენელია თუ სად იქნა პირველად იგი გამოგონებული.თანამედროვე სამყაროში “მზის საათი” წარმოადგენს ერთგვარ “გასართობ სათამაშოს”,მაშინ როდესაც ამ ქრონომეტრიული ხელსაწყოს გარეშე საუკუნეების მანძილზე ცხოვრება წარმოუდგენელიც კი იყო… (ავტორი გენია.ჯი)