არტაქსექსე I-ის შეხვედრა – სინეტესთან…
სპარსეთის მეფე აქმენდიტთა დინასტიიდან არტაქსექსე I (ძვ.წ.აღ-ით 465-424 წლები),რომლის სახელი ბერძნულ ენაზე – “მართალთა სამეუფოს მეუფეს” აღნიშნავს,მდინარე კიროსის სიახლოვეს მოგზაურობდა (ცნობისათვის,უძველეს სპარსეთში,როდესაც მეფე მოგზაურობდა,ადგილობრივი მკვიდრნი,მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა,ძღვენს მიართმევდნენ მბრძანებელს).ერთ დღეს არტაქსესქსეს ამალას გზაში,ვინმე პარსი მამაკაცი,სახელად – სინეტესი გადაეყარა. (ავტორი გენია.ჯი) იგი,ამ შეხვედრის დროს სახლიდან მოშორებული გახლდათ.ასეთ დიად სტუმართან შეხვედრამ,იმთავითვე კრძალვა და შიში აშუძრა.გარდა ამისა,მას სრულიად არაფერი ებადა,მეფისათვის რომ მიერთმია.ძღვენის არ მირთმევა მეფისათვის კი,დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა სპარსეთში.ამიტომ,სინეტესმა საკმაოდ გონიერი გადაწყვეტილება მიიღო.იგი მსწრაფლ მივიდა იქვე მდინარე კიროსთან,პეშვით ამოიღო წყალი და მეფეს მიმართა:
“მეფეო,დაე,მარადიული იყოს შენი მეფობა.ახლა ისეტნაირად გცემ პატივს,როგორც შემიძლია,რომ დაუსაჩუქრებელი არ დამშორდე.ამიტომ გიძღვნი მდინარე კიროსის წყალს.როცა შენს სადგომს მიაღწევ,სახლიდან მოგართმევ ყველაფერ საუკეთესოს,რაც მაბადია და არ ჩამოვრჩები იმათ,ვინც უკვე მოგიტანა ძღვენი”. (ავტორი გენია.ჯი)
არტასექსეს ეამა უცნობი მგზავრისაგან ამის მოსმენა.ჯერ სახელი გამოჰკითხა და შემდეგ მიმართა:
“სენეტეს,სიამოვნებით ვიღებ შენგან ძღვენს და მას ყველა საბოძვარზე ძვირფასად მივიჩნევ,რადგან წყალი ყველაფერზე უკეთესია და თანაც კიდევ იმ მდინარისაა,რომელსაც კიროსი ჰქვია.შენ კი,მოგიწოდებ,ჩემს სადგომში მომაკითხო”.
წარმოსთქვა თუ არა მეფემ ეს სიტყვები,საჭურისებს უბრძანა,გამოერთმიათ მისთვის ძღვენი და ისინიც მიეჭრნენ ოქროს ფიალით.როდესაც მეფე თავის სადგომს დაუბრუნდა,მაშინვე სინეტესს გაუგზავნა სპარსული სამოსი,ოქროს ფიალა და ათასი დარიკოსი (ძველი სპარსული ფული).სინეტესთან მისულმა მეფის ქვეშევრდომმა,მას განუცხადა:
“მეფემ ინება,რომ შენც ისე გაიხარო ამით,როგორც მას გაუხარე სული,არ დატოვე უძღვნოდ და პატივი ეცი,როგორც შეძელი.მეფეს სურს,რომ შენ ამ ოქროს ფიალით ამოიღო ამიერიდან დასალევი წყალი მდინარე კიროსიდან”. (ავტორი გენია.ჯი)