როხუს მიში – “ადოლფ ჰიტლერის უკანასკნელი მცველი”
როხუს მიში – დაიბადა 1917 წლის 29 ივლისს,ზემო სილეზიის ქალაქ ალტ-შალკოვიცში (თანამედროვე პოლონეთის ტერიტორია).იგი წარმოადგენდა სს-ის ობერშარფიურერსა და ადოლფ ჰიტლერის პირად მცველს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ როხუს მიში უკანასკნელი ადამიანი იყო (ოტო გიუნშეს გარდაცვალების შემდგომ – 2003 წელი) ვინც თვითმხილველი გახლდათ ადოლფ ჰიტლერის,ევა ბრაუნისა და გებელსების ოჯახის დაღუპვისა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა იგი გახლდათ უკანასკნელი თვითმხილველი მთელი იმ პერიოდისა,რაც 1945 წლის აპრილ-მაისში განვითარდა ბერლინში მდებარე ფიურერბუნკერში.მიშის მამა პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო (პროფესიით მშენებელი).5 წლის ასაკში დაობლდა.მისი აღზრდა საკუთარ თავზე აიღო ბებიამ და დეიდამ.დაწყებითი განათლება სახალხო სკოლაში მიიღო,რის შემდეგაც სამხატვრო ხელოვნების შესწავლა განაგრძო ჰოიერსვერდსა და კიოლნში.მალევე ამავე პროფესიით მუშაობა დაიწყო.1937 წელს,მოხალისედ ჩაეწერა – “ვაფენ-სს”-ში (სს-ის სამხედრო ფრთა).მალევე ხდება “ადოლფ ჰიტლერის ლეიბშტანდარტისსს-ის” ელიტური სამხედრო ფორმირების წევრი.1938 წელს მონაწილეობა მიიღო “ანშლუსის” (ავსტრიის გერმანიის შემადგენლობაში გადასვლა) და სუდეტის ოლქის დაკავების ოპერაციებში.1929 წლის 24 სექტემბერს,პოლონეთის კამპანიისას დაიჭრა ფილტვისა და ხელის არეში,მოდლინთან ახლოს (პოლონეთი).მალევე გადაეცა მე-2 კლასის რკინის ჯვარი. (ავტორი გენია.ჯი) 1940-1945 წლებში ტელეფონისტად მუშაობდა ფიურერის შტაბ-ბინაში და ობერზალცბერგში.გარდა ტელეფონისტის მოვალეობისა (მხოლოდ მას შეეძლო ჰიტლერთან ყოფნის დროს სატელეფონო ზარის აღება; ამასთანავე გახლდათ ჰიტლერის პირადი კურიერი),მის ფუნქციაში შედიოდა ფიურერის პირადი მცველის მოვალეობა.იგი იმყოფებოდა ფიურერბუნკერში იმ პერიოდში,როდესაც სუიციდით სიცოცხლე დაარულეს მესამე რაიხის უმთავრესმა იდეოლოგებმა და ზოგადად “ფაშიზმის” სულისჩამდგმელებმა გერმანიაში.ომის დასრულებისთანავე როხუს მიში (1945 წლის 2 მაისი) დააკავა საბჭოთა ჯარებმა,რის შემდეგაც თავდაპირველად გადაყვანილ იქნა მოსკოვში მდებარე ბუტირკის,ხოლო შემდგომ ლუბიანკის უშიშროების ციხეში.ამ დროს,მასზე განხორციელდა საშინელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორები.ლუბიანკიდან გადაგზავნის შემდეგ მოავლებინეს სხვადასხვა საბჭოთა გულაგები.1953 წელს,განთავისუფლებულ იქნა ტყვეობიდან.თუმცა გერმანიაში ჩასვლის უფლება მხოლოდ 1954 წელს მისცეს. (ავტორი გენია.ჯი) ბერლინში დაბრუნების შემდგომ გახსნა საღებავების მაღაზია.2006 წლის აპრილში გამოვიდა სატელევიზიოდოკუმენტური ფილმი,სახელწოდებით – “უკანასკნელი მოწმე – როხუს მიში”.2008 წლის 30 ივნისს,მიუნხენში გამოვიდა მიშის ბიოგრაფიული წიგნი – “უკანასკნელი მოწმე”,სადაც ასახულია 1940-1945 წლების უმნიშვნელოვანესი მოვლენები.წიგნის მიმართ იმდენად დიდი ინტერესი იქნა გამომჟღავნებული,რომ იგი გამოცემულ იქნა – არგენტინაში,ბრაზილიაში,ესპანეთში,პოლონეთში,თურქეთში,იაპონიაში,უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.ის როგორც ისტორიული პირი,ასახულ იქნა 1981 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმში – “ბუნკერი”,2005 წელს გადაღებულ ფილმში – “უკანასკნელი ბრძოლა” და 2004 წელს,დიდი გერმანელი კინორეჟისორის – ოლივერ ჰილშბიგელის მიერ გადაღებულ,საყოველთაოდ ცნობილ ფილმში – “ბუნკერი”.2013 წლის 5 სექტემბრის დილას,96 წლის ასაკში,ბერლინში გარდაიცვალა ადოლფ ჰიტლერის არა მატო უკანასკნელი პირადი მცველი,არამედ უკანასკნელი თვითმხილველიც ფიურერის,ევა ბრაუნის და გებელსების თვითმკვლელობებისა. (ავტორი გენია.ჯი)