ბირმინჰემის ბიბლიოთეკა – (ევროპის უდიდესი ბიბლიოთეკა)
“ბირმინჰემის ბიბლიოთეკა” – ინგლისურ ენაზე – “Library of Birmingham”,წარმოადგენს არა მარტო ინგლისის ყველაზე დიდ საჯარო ბიბლიოთეკას,არამედ ევროპის კონტინენტის უდიდეს საჯარო ბიბლიოთეკასაც.(ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ბიბლიოთეკის ნაგებობა,ნიდერლანდელი არქიტექტორების,კერძოდ Mecanoo-ს ბიუროს შემუშავებული იქნა.შეკვეთა კი მიცემულ იქნა ინგლისის ქალაქ ბირმინჰემის მმართველი საბჭოს მიერ.ბირმინჰემის უნიკალური ბიბლიოთეკის ფასი,სპეციალისტთა ვარაუდით 188 800 000 ფუნტი-სტერლინგია.მისი გახსნა განხორციელდა 2013 წლის 3 სექტემბერს. (ავტორი გენია.ჯი0 მან ჩაანაცვლა,ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა.იგი აგებულ იქნა ბირმინჰემ სიტის დასავლეთ ნაწილში,ყველაზე დიდ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას.აღნიშნული ადგილი კი,თავის მხრივ წარმოადგენს “საუკუნნების მოედნად” წოდებული ანსამბლის შემადგენლობას.პირველი საჯარო ბიბლიოთეკა ბირმინჰემში,გახსნილ იქნა 1856 წელს.თუმცა იგი აგებიდან მალევე ხანძარს ემსხვერპლა.1882 წელს აგებულ იქნა ვიქტორიანული ბიბლიოთეკა.აღნიშნული ბიბლიოთეკისათვის,ჯონ ჰენრი ჩემბერლენმა სპეციალურად დააპროექტა – “უილიამ შექსპირის მემორიალი-დარვბაზი,სადაც წარმოდგენილ იქნა,უმნიშვნელოვნად ფასეული,ძველესი ხელნაწერები და დოკუმენტები.1974 წელს,აღნიშნული ბიბლიოთეკის ბაზაზე,(ჯონ მადინის არქიტექტურით) საზეიმოდ გაიხსნა ბრუტალისტური საბიბლიოთეკო ცენტრი,რომელიც რამდენიმე წლის წინათ,”მორალურად დაძველებულ” ნაგებობად მიიჩნიეს.შედეგად,დღის წესრიგში დადგა ახალი საჯარო ბიბლიოთეკის აგება.ნიდერლანდელმა არქიტექტორებმა,მართლაც რომ დიდებული ნაგებობა ააგეს.ევროპის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის საერთო ფართობი 35 000 კვადრატული მეტრია.იგი აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე ტიპის ტექნიკით,რაც ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.მასში განთავსებულია საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები; (ავტორი გენია.ჯი) სტუდენტებისათვის 300 მსმენელზე გათვლილი დარბაზი; სპეციალური ბლოკები საბავშვო და მუსიკალური ბიბლიოთეკებისა; “მთავარი როტონდა”; უზარმაზარი სამკითხველო დარბაზი და სხვა განყოფილებები.ბირმინჰემის ბიბლიოთეკაში დაცულია ათი ათასობით წიგნი და მრავალი უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი.როგორც სტატისტიკა მეტყველებს,საშუალოდ მას დღეში 10 000 ადამიანი სტუმრობს.აქვე აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ქალაქში სულ 50 000 სტუდენტი ცხოვრობს.ამ მაჩვენებლით იგი ინგლისში მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება.ბირმინჰემის მრავაფუნქციონირებად ბიბლიოთეკას,სრულიად სამართლიანად მოიხსენიებენ,როგორც – “ცოდნის ციტადელი”. (ავტორი გენია.ჯი)