„არაბული სიბრძნე”

1. ვირი ყოველთვის ვირად დარჩება, მაშინაც კი, თუ მასზე სულთანი ზის.

2. სუსტზე გამარჯვება – დამარცხების ტოლფასია.

3. მოთმინება – ყოველგვარი სიხარულის გასაღებია. (ავტორი გენია.ჯი)

4. ვინც დაუპატიჟებლად მოდის, ზეწრის გარეშე მოუწევს დაძინება.

5. ის,ვისი სახლიც მინისგან არის აგებული, ყოველთვის ერიდება ადამიანებისათვის ქვების სროლას.

6. მე თუ ემირი ვარ და შენც ემირი ხარ, ვინღა გადენის ვირებს?!

7. არასოდეს ასწავლოთ ობოლს ტირილი. (ავტორი გენია.ჯი)

8. ერთი თითით სახეს ვერასოდეს დაიფარავ.

9. სირცხვილი – სიცოცხლეზე ხანგრძლივია.

10. დასველებულ ადამიანს წვიმის აღარ ეშინია.