აზიმინა
აზიმინა – წარმოადგენს ორლებნიანთა ბიოლოგიური გვარის ყვავილოვან მცენარეს,ანონისებრნთა სახეობისა.მისი სამეცნიერო სახელწოდება – “Assimin”,მომდინარეობს ინდიელთა ენისგან.თუმცა მას ასევე მოიხსენიებენ სხვა სახელწოდებებითაც – “ბანანის ხე” და “ამერიკული პაპაია”. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახელები,მისი ნაყოფის ბანანათან და პაპაიასთან მსგავსებამ წარმოშვა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აზიმინა ერთადერთი წარმომადგენელია ანონისებრნთა ოჯახისა,რომელიც არატროპიკულ გარემოში ხარობს.სულ ბუნებაში,მისი 10 ქვესახეობა გვხვდება.აქედავ 6 სახეობა,ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებში,ხოლო დანაჩენი სახეობები კი გავრცელებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ (ტეხასიდან ვირჯინიამდე) და ჩრდილოეთ ნაწილებში.ფლორიდაში მზარდი – Asimina parviflora,”წითელ წიგნშია” შეტანილი,როგორც გაქრობის ზღვარზე მყოფი მცენარე.აზიმინა შესაძლოა იყოს ხის ან ბუჩქისმაგვარი მცენარე (დამოკიდებულია სახეობებზე).მისი ნაყოფის გემო,ძალიან ჩამოჰგავს მანგოსა და ბანანის გემოს,რის გამოც კულტივირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.გარდა საკვები დანიშნულებისა,მას გამოიყენებენ მედიცინაში,სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. (ავტორი გენია.ჯი)