ბლოდჰაუნდი

ბლოდჰაუნდი – წარმოადგენს ბელგიური წარმომავლობის მქონე ძაღლის ჯიშს,რომელსაც საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ მინიჭებული აქვს მე-6 კლასიფიკაცია.ისინი საკმაოდ დიდი ჯიშის მქონე ძაღლები არიან.მათი სიმაღლე 60-67 სანტიმეტრია,ხოლო წონით 46-დან 54 კილოგრამამდე იზრდებიან. (ავტორი გენია.ჯი) გააჩნიათ მოკლე ბეწვი და დიდი ყურები.ძირითადი შეფერილობაა მოწითალო და შავი ფერები.როგორც ცნობილია,ბლოდჰაუნდის ჯიშის ძაღლი პირველად გამოყვანილ იქნა XIII საუკუნის ბელგიაში,სასულიერო პირების მიერ.თავდაპირველი მათი დანიშნულება სამონადირეო ფუნქციებით შემოიფარგლებოდა.მოგვიანებით ისინი იმდენად პოპულარული სახეობის ძაღლები გახდნენ,რომ არისტოკრატებისა და სხვა პრივილიგირებული სოციალური ფენის წარმომადგენელთა სასახლეების განუყრელ თანამგზავრებადაც იქცნენ.ცნობილი ფაქტია,რომ ინგლისის მეფის ჰენრი VIII-ს სასახლეს,სწორედ ბლოდჰაუნდების ჯიშის ძაღლები იცავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გამოირჩევიან კარგი ყნოსვით და პატრონის მიმართ დიდი ერთგულებით.არ არიან აგრესიულები.ამასთანავე არიან საკმაოდ გონიერი ცხოველები.ეს თვისებები გახლდათ მიზეზი იმისა,რომ პერუს ჯუნგლებში 1540 წლის ექსპედიციის დროს – გონზაგო პისარომ,1000 ბლოდჰაუნდის ჯიშის ძაღლის მეშვეობით გაიკვლია გზა.თანამედროვე პერიოდში აღნიშნული სახეობის ძაღლები,მიუხედავად კარგი სამონადირეო თვისებებისა,ძირითადად,მაინც მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულების მატარებელები არიან,რადგან გამოირჩევიან ძალიან ჯიუტი ხასიათით.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ბლოდჰაუნდების გაწვრთნა შესაძლებელია,თუმცა ეს მეტად რთული და სპეციფიკური საქმეა. (ავტორი გენია.ჯი)