კურტ ვონეგუტი “უმცროსი” – (ეპიზოდი)
XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი მწერალი,”შავი იუმორისა” და სატირის უბადლო ოსტატი - კურტ ვონეგუტი “უმცროსი” (1922-2007 წლები),ბავშვობაში ცაცია იყო.თუმცა,მისმა ოჯახის წევრებმა მომავალ მწერალს მარჯვენა ხელით წერა მიაჩვიეს და ისიც 50 წლამდე,ყველა მის მიერ დაწერილ ნაწარმოებებს მარჯვენა ხელით წერდა.მხოლოდ 50 წლის ასაკში შეიტყო უფროსი ძმისაგან,რომ ბავშვობაში ცაცია იყო. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ სცადა მარცხენა ხელით დაეწერა მისი შემდგომი ნაწარმოები და აღსანიშნავია,რომ ეს მას ბევრად უფრო მოხერხებულადაც გამოუვიდა.მას შემდეგ,რაც – კურტ ვონეგუტმა მარცხენა ხელით დაიწყო ნაწარმოებების წერა,შექმნა რვა რომანი.მათ შორის,თავისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებები – “რეციდივისტი” და “ფარსი,ანუ მარტოობის დასასრული”. (ავტორი გენია.ჯი)