ჟიულ ვერნი – “ეპიზოდი”
დიდ ფრანგ მწერალსა და კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატურის შესანიშნავ ავტორს - ჟიულ გაბრიელ ვერნის,ამერიკელმა საგაზეთო ინდუსტრიის მაგნატმა – გორდონ ბენეტმა სთხოვა,სპეციალურად,ამერიკელი მკითხველისათვის დაეწერა ისეთი წინასწარმეტყველური ჟანრის მოთხრობა,სადაც აღწერილი იქნებოდა შემდგომი (მომავლის) ამერიკა. (ავტორი გენია.ჯი) ჟიულ ვერნიმ გორდონ ბენეტის თხოვნა შეასრულა და თხოვნიდან მალევე,დაწერა მოთხრობა სახელწოდებით - “XXIX-ე საუკუნე.ერთი დღე ამერიკელი ჟურნალისტისა 2889 წელს”.მიუხედავად გორდონის თხოვნისა,თავად მწერალმა,მის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა,რადგან საკმაოდ არარეალურად აღიქვამდა მოთხრობაში მოყვანილ ფაქტებს.ცნობილია ისიც,რომ აღნიშნულ მოთხრობას,რაიმე დიდი წარმატება არ ხვდომია.
“იუნესკოს” ოფიციალური ცნობების თანახმად,დიდი ფრანგი მწერლის – ჟიულ ვერნის ნაწარმოებები,მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.ამიტომ იგი მიჩნეულია – “ყველაზე თარგმანირებად ავტორად” ლიტერატურის ისტორიაში.ცნობისათვის,მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 148 ენაზე. (ავტორი გენია.ჯი)