ჰურონები
ჰურონები - თავიანთ თავს – ვენდატებს უწოდებენ,რაც სიტყვა-სიტყვით – “ნახევარკუნძულის მაცხოვრებლებს” აღნიშნავს.ისინი გახლავთ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მაცხოვრებელი ინდიელი ხალხი,რომლებიც საუბრობდნენ ჰურონულ ენაზე,რომელიც დღეს “მკვდარ ენად” არის მიჩნეული.თავად ჰურონული ენა იროკეზული წარმომავლობის მქონე ენა გახლდათ.ისტორიული ცნობების თანახმად,ევროპელთა გამოჩენამდე ამ ხალხის რაოდენობა 40000-ს არ აღემატებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სახელწოდება – ჰურონები,მათ ფრანგებმა უწოდეს.ისინი ცხოვრობდნენ მდინარე ერას მიდამოებიდან ჯორჯიან-ბეის ყურემდე.თავიანთ ქვეყანას კი -” ვენდაკეს” უწოდებდნენ.შედგებოდნენ ხუთი ტომობრივი გაერთიანებისაგან.ძირითადად მიწათმოქმედი ხალხი იყვნენ.ასევე გამოირჩეოდნენ კარგი ნადირობითაც.ძირითად საკვებს მოლუსკი,კუ,კიბორჩხალა,თევზი და ძაღლის ხორცი წარმოადგენდა.აღნიშნული პროდუქტებით,საკმაოდ სარფიანად ვაჭრობდნენ სხვა ტომებთან.ჰურონები ცხოვრობდნენ ისეთ დიდ სოფლებში,რომელთა მოსახლეობაც 3000 მაცხოვრებელისაგან შედგებოდა.მტრებისგან თავდასაცავად,სოფლები საკმაოდ კარგად ჰქონდათ გამაგრებული.სოფლის კედლების სიმაღლეს ჰურონები 5-დან 12 მეტრამდე სიმაღლით აგებდნენ.სახლების კონსტრუქცია საკმაოდ დიდი ჰქონდათ.აგებდნენ ფართო სახლებს,რომელთა სიგრძე 50-60 მეტრსაც კი აღწევდა,ხოლო განი 8-დან 12 მეტრამდე იყო. (ავტორი გენია.ჯი) ჰურონების რელიგია – “ანიმიზმი” და სულების რწმენა გახლდათ.ჰქონდათ თავიანთი სპეციალური რიტუალები და ზეიმები.XVII საუკუნეში,ევროპელთა მიერ შეტანილი “შავი ჭირის” ეპიდემიას,ათასობით ჰურონის სიცოცხლე ემსხვერპლა და მათი რაოდენობა,ევროპელთა გამოჩენის შემდეგ,მალევე მხოლოდ 10 000 ადამიანამდე დავიდა.ამავე პერიოდში,სხვა ტომებისაგან თავდასხმებმა,ისინი იძულებული გახადა ძირძველი დასახლებული ტერიტორიებიდან აყრილიყვნენ და სხვა,შედარებით უსაფრთხო ტერიტორიებზე გადასახ;ებულიყვნენ.ამ მოვლენამ კი,ფაქტიურად,ჰურონთა კონფედერაცია დაშალა.საბოლოოდ ამ ხალხის უმეტესობა იროკეზებთან ბრძოლას შეეწირა XVII საუკუნის მიწურულს.1881 წლისათვის ჰურონთა რაოდენობა მხოლოდ 280 ადამიანის შეადგენდა.დღესდღეობით კი,ისინი ამერიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია.მათი საერთო რაოდენობა,მხოლოდ 4000 კაცს შეადგენს (მხედველობაში არ მიიღება სხვა ხალხებთან ასიმილაცია). (ავტორი გენია.ჯი)