იცით თუ არა,რომ

1. ერთადერთი ცხოველი,რომელიც რქებით იბადება – ჟირაფია.

2. ფიჭიან თაფლს – გოლეული ჰქვია.

3. რუსეთის დედოფალმა ეკატერინე II-მ,ერთ-ერთ უმშვენიერეს და ულამაზეს ყვავილს ვარდს – “ასკილი მაღალი საზოგადოებიდან” უწოდა.

4. ადამიანის ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.მაგალითად,როდესაც ადამიანი სახეზე წითლდება,სახესთან ერთად,წითლდება მისი კუჭიც. (ავტორი გენია.ჯი)

5. ადამიანთა სახელებს – ანთროპომონიკა შეისწავლის.

6. გერმანიაში “ფაშისტური რეჟიმის” დროს,ახლად დაქორწინებულ წყვილებს ადოლფ ჰიტლერის მიერ დაწერილ წიგნს “Mein Kampf”-ს (ჩემი ცხოვრება) გადასცემდნენ და ეს ერთგვარად დამკვიდრებული  ტრადიციაც გახლდათ.

7. 1988 წელს კანადელმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს,რომ ბუნებაში არსებობს ბუზი,რომელიც ისე ინიღბება,რომ ძალიან ემსგავსება ობობას.სწორედ ამ მიზეზით მას მეცნიერებმა,ბიბლიური ფრაზების გადანაცვლებით – “მგლის ტყავში გახვეული კრავი” უწოდეს.

8. “რომეო” – ასე ეწოდებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დაზვერვის მეთოდს,როდესაც ინფორმაციის მოპოვების მიზნით სახელმწიფო მარალჩინოსანთა მდივან ქალებს ლამაზი გარეგნობის მამაკაცი აგენტები ეარშიყებოდნენ.

9. სპარსეთის გერბზე გამოსახულ ლომს,ქართველები დაცინვით – კატას ეძახდნენ.

10. ლეგენდარული ამერიკელი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის საპრეზიდენტო ინაუგურაციისათვის სრული დაფინანსება,მან თავად გაიღო.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამისათვის ჯორჯ ვაშინგტონს ფულის სესხებაც კი მოუწია. (ავტორი გენია.ჯი)