სფრაგისტიკა

სფრაგისტიკა - ისტორიის დამხმარე დისციპლინაა,რომელიც შეიწავლის ბეჭდებს.მისი ქართული სინონიმია – “ბეჭეთმცოდნეობა”.მისი შესწავლის უმთავრეს ობიექტს ბეჭდები და საბეჭდავები წარმოადგენენ.საბეჭდავი ეწოდება სხვადასხვა მასალისაგან (ლითონი,ქვა,ძვალი და სხვა მასალისაგან) დამზადებულ შტამპს, ყალიბს, ხოლო ბეჭედი მის ანაბეჭდს, მიღებულს დაწნევით პლასტიკურ მასალაზე (ცვილი,თიხა,ტყვია,ლუქი,, ოქრო,ვერცხლი და სხვა მასალაზე), ან საღებავების საშუალებით ეტრატზე,ქაღალდზე და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) სფრაგისტიკის წარმოშობა დაკავშირებული იყო ისტორული დოკუმენტების ნამდვილობის დადგენასა და დათარიღებასთან.ბეჭედი,როგორც საბუთის უტყუარობის ნიშანი, პირველად გაჩნდა ქრისტეს შობამდე IV ათასწლეულში ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში – ეგვიპტეში,ბაბილონში,შუმერებში და სხვა უძველეს ქვეყნებში.რის შემდეგაც მოგვიანებით ბეჭდები ფართოდ გამოიყენებოდა — ანტიკურ საბერძნეთში,რომში და ახლო აღმოსავლეთში,საიდანაც გავრცელდა დასავლეთ ევროპაში.საქართველოში საბეჭდავები ფართოდ გამოიყენებოდა ქრისტეს შობამდე VI—IV საუკუნეებიდან.ჩვენამდე მოღწეულ საბუთებზე ქართულწარწერიანი ბეჭდების უძველესი ნიმუშები XV საუკუნის 70-იანი წლებიდან გვხვდება. ამ დროიდან მოყოლებული,ქართული ბეჭდების ხმარება საბუთებში სისტემატიურ ხასიათს იღებს.საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა ბეჭდების ფორმა,ტექსტი,აქტებთან მისი გამოყენების ხერხები (კიდული ტყვიის – ბულები, კიდული ოქროს და ვერცხლის, აქტებზე დასმული ცვილის ბეჭდები და ასე შემდეგ).ეს ცვლილებები დადგენილია სფრაგისტიკით და შესაძლებლობას იძლევა,განისზღვროს აქტის ნამდვილობა,ხოლო აუცილებელ შემთხვევაში შედგენის დროც. (ავტორი გენია.ჯი)