ნომინალიზმი

ნომინალიზმი - ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა,სადაც – nomen,აღნიშნავს სახელს,სახელწოდებას.იგი წარმოადგენს ფილოსოფიურ მიმართულებას,რომლის თანახმადაც ზოგადი ცნებები,ეგრეთ წოდებული -”უნივერსალები” არის ადამიანის გონების მიერ შექმნილი სახელები,ხოლო რეალობაში კი არსებობენ ცალკეული საგნები. (ავტორი გენია.ჯი) იგი გახლავთ დოქტრინა,რომლის მიხედვითაც,უნივერსალური ცნებები არა მხოლოდ ინდივიდებისაგან შემდგარ რეალობაში,არამედ ჩვენს გონებაშიც არ არსებობენ. (ავტორი გენია.ჯი) “ზომიერი ნომინალიზმის” თანახმად,უნივერსალი არ არსებობს საგნებში,არამედ მხოლოდ ჩვენს გონებაშია,რადგან ისაა გონებრივი და ლინგვისტიკური ნიშანი მსგავს თვისებათა მქონე ინდივიდუუმთა კლასიფიკაციისათვის.ამ ვერსიით, რომელიც არსებითად აზროვნების ცინიკურ-ისტორიულ თეორიას იმეორებს, უნივერსალურს მარტო ლოგიკურ-აზრობრივი ღირებულება გააჩნია და არა-ონტოლოგიური. ეს დოქტრინა ყველაზე დასრულებული სახით სქოლასტიკის ეპოქის დასასრულს ოკამის სწავლებაშია გადმოცემული.იმ პერიოდში,რომელსაც ამჟამად განვიხილავთ,ზომიერი რაციონალიზმის ორიგინალურ ვერსიას აბელარის ეგრეთწოდებული „კონცეპტუალიზმი” წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) “ნომინალიზმი” აზრსა და რეალობას შორის ერთგვარ განცალკევებას ვარაუდობდა და ზოგად ცნებათა რეალობის აბსტრაქტულ, მათთან არათანმხვედრ სიმბოლოებამდე დაყვანას აღნიშნავდა.ეს კი მეტაფიზიკის ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავდა.პირველი წარმომადგენლები ნომინალიზმისა ადრეულ ანტიკურ ხანაში იყვნენ – ანტისფენე და დიოგენე სინოპელი.აღორძინების ეპოქაში კი – ლორენცო ვალა,ხუან ლუის ვივესი და კიდევ უამრავი ფილოსოფოსი.მთავარი წარმომადგენელი ნომინალიზმისა გახლდა ინგლისელი ფილოსოფოსი – უილიამ ოკამი (1285-1350 წლები). (ავტორი გენია.ჯი)