ედგარ რაის ბეროუზი – „ეპიზოდი”

გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და ავტორი ყველასათვის საყვარელი ნაწარმოებისა „ტარზანი” - ედგარ რაის ბეროუზი (1875-1950 წლები), XX საუკუნის ლიტერატურაში უდიდესი გავლენის მომხდენი მწერალი გახლდათ. განსაკუთრებით მის სახელთან ასოცირდება სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის განვითარება.ორი ათწლეულის მანძილზე არსებობისათვის ბრძოლამ მწერალს ასწავლა, არ უგულველყო არანაირი საშუალება საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად. (ავტორი გენია.ჯი) მუშაობდა ყველა იმ სამსახურში, სადაც ელემენტარულ საარსებო პირობებს შესთავაზებდნენ. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი ნაწარმოებები ოდესმე რაიმე წარმატებას და, მითუმეტეს, დიდ შემოსავლებს მოუტანდნენ. ედგარმა თავისი პირველი ლიტერატურული ქმნილებები, გაგზავნა ჟურნალ – „All Story”-ის რედაქციაში ფსევდონიმით – „ნორმალური ყმაწვილი”. გამოქვეყნებიდან მალევე, იგი იმდენად პოპულარული გახდა მკითხველში, რომ ედგარს არა მარტო დიდი ლიტერატორის სახელი, არამედ დიდი ფინანსური წარმატებაც მოუტანა. 1918 წელს ბეროუზმა აისრულა ბავშვობისდროინდელი ოცნება და წიგნებიდან შემოსული ჰონორარების საშუალებით შეისყიდა რანჩო კალიფორნიაში, რომელსაც თავისი ყველაზე საყვარელი ნაწარმოების სახელი – „ტარზანია” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)