ერტა ალე
ერტა ალე - წარმოადგენს ფარისებური სახეობის მოქმედ ვულკანს,აფარის რეგიონში (ეთიოპიის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილი).თარგმანით – “ერტა ალე” – “მწეველ მთას” აღნიშნავს.იგი გახლავთ ყველაზე აქტიური ვულკანი ეთიოპიისა და მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზზე (ავტორი გენია.ჯი).იგი ერთ-ერთ ვულკანია იმ ხუთი ვულკანიდან,რომელიც შეიცავს “ლავის ტბას” და ერთადერთი ვულკანი მსოფლიოში,რომელსაც გააჩნია ორი ლავის ტბა.აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე,იგი მართლაც უნიკალურ ვულკანთა რიცხვს განეკუთვნება.იგი განთავსებულია დანაკილის უდაბნოში (ზღვის დონის დაბლა რადიუსზე მყოფი უდაბნო) და წარმოადგენს “აფარული სამკუთხედის” სახელით ცნობილი აქტიური ვულკანური ზონის ნაწილს (ავტორი გენია.ჯი).მისი უწყვეტი მოქმედება სათავეს 1967 წლიდან იღებს.1971 წელს,გარუნ ტაზიევის ხელმძღვანელობით,ექსპედიციამ პირველად გამოიკვლია იგი მეცნიერულად.ვულკანის გაზების ტემპერატურა 1125-1200 გრადუს-ცელსიუს აღწევს.”ერტა ალე”-ს ვულკანის კრატერი მუდმივად ლავის ტბითაა დაფარული.ვულკანი ზღვის დონიდან 613 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.2007 წელს კვლავ დაფიქსირდა მისი ამოფრქვევა,ხოლო 2010 წლისათვის ლავის ტბის ფართობი (ავტორი გენია.ჯი),კიდევ უფრო გაიზარდა.აღნიშნული ვულკანის მიმარტ მეცნიერებისა და გეოლოგების ინტერესი განუზომლად დიდია,რის გამოც იგი მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.