“სიკვდილით დასჯილი ლიტერატორები”
ეტიენ დოლე (1509-1546 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ ფრანგ მწერალს,პოეტს,ფილოლოგს,გამომცემელსა და ჰუმანისტს,რომელიც ავტორია ლათინურ ენაზე დაწერილი პოემებისა,ვენეციელ გოგონა ელენას შესახებ,ეპიგრამების,ელეგიების,ეპიტაფიებისა და ჰუმანიტარული ტრაქტატებისა.ეტიენმა 1536 წელს ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი მკვლელობა,ლიონელი მხატვრისა,რომელიც მას თავს დაესხა.დაკავების შემდეგ იგი შეწყალებულ იქნა საფრანგეთის მეფე ფრანცისკ I-ის მიერ,რაშიც უდიდესი წვლილი დაიდო მეფის დამ – მარგარიტა ნავარიელმა (ავტორი გენია.ჯი),რომელიც დიდი მოყვარული გახლდათ ეტიენის შემოქმედებისა.განთავისუფლების შემდგომ დაბრუნდა ლიონში,სადაც გამოსცა წიგნები ციცერონის,გალენოსის და სხვათა მოღვაწეობების შესახებ.ამავე დროს მან გამოსცა წიგნი რელიგიური მოტივების შესახებ – Cato christianus,რამაც მის მიმართ ინკვიზიციის დიდი გულისწყრომა გამოიწვია და მისი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა – ჟან კალვინის და ფილიპ მელანხტონის წიგნები,რის გამოც ეტიენი დაკავებულ იქნა 1542 წლის ივლისში.1543 წელს გაანთავისუფლეს და საბოლოოდ აუკრძალეს ერესული ნაწარმოებების ბეჭდვა-გამოქვეყნება,(ავტორი გენია.ჯი)თუმცა მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების შედეგად კვლავ დააკავეს.იგი გაასამართლა პარიზის პარლამენტმა და მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა (თავის მოკვეთა),ღვთის მგმობი და მწვალებლური ნაწარმოებების ბეჭდვა-გავრცელებისათვის.განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 1546 წლის 6 იანვარს,პარიზში მდებარე მობერის მოედანზე.1889 წელს კი იმ ადგილზე,სადაც ეტიენ დოლეს თავი მოჰკვეთეს,აღმართულ იქნა მისი ქანდაკება.
ლევ კვიტკო (1890-1952 წლები) – წარმოადგენდა იდიშზე მწერალ ებრაელ პოეტსა და მწერალს,რომელსაც საბჭოთა კავშირში მაცხოვრებელ ყველაზე პოპულარულ ებრაელ მწერლად მოიხსენიებენ დღემდე.(ავტორი გენია.ჯი).მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი წარმოადგენდა ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის (EAK)-ის აქტიურ წევრს და გაზეთ “ეინაკაიტის” მთავარ რედაქტორს.ომის დასრულების შემდგომ 1949 წელს,იგი დაკავებულ იქნა და როგორც აქტიური წევრი EAK-ისა.საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ იგი “სამშობლოს ღალატში” ბრალდების მუხლით დამნაშავედ სცნო,რის შემდეგაც დახვრეტა მიუსაჯა.განაჩენი აღსრულებულ იქნა 1952 წლის 12 აგვისტოს.მისი სახელის “რეაბილიტირება” კი საბჭოთა კავშირში განხორციელდა 1955 წლის 22 თებერვალს.
კვირინ(უს) კულმანი (1651-1689 წელბი) – წარმოადგენდა დიდ გერმანელ მწერალს,პოეტსა და მისტიკოსს,რომელიც ავტორია ისეთი ცნობილი ნაწარმოებისა,როგორიცაა: “ზეციური კოცნა სიყვარულისა”.მისი რელიგიური შეხედულებები (ავტორი გენია.ჯი) დიდ გაღიზიანებას იწვევდა იმ პერიოდის ეკლესიასა და საზოგადოებაში.რუსეთში (მოსკოვში) ყოფნის პერიოდში,მას ბრალი დასდეს ერეტიკოსობასა და სამეფო ძალაუფლების უპატივცემულობაში,რის გამოც მიესაჯა სიკვდილით დასჯა.განაჩენი აღსრულებულ იქნა 1689 წლის 4 ოქტომბერს.კულმანი,თავის ნაშრომებთან ერთად დაწვეს მოსკოვში,წითელ მოედანზე.