მარგარეტ მაკოლ სმიტ ტეილორი
მარგარეტ მაკოლ სმიტ ტეილორი - დაიბადა 1788 წლის 21 სექტემბერს,მერილენდის შტატის კალვერტის ოლქში (ამერიკის შეერთებული შტატები).იგი წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების,რიგით მე-12 პრეზიდენტის – ზაქარი ტეილორის მეუღლესა და ამავე ქვეყნის “პირველ ლედის” 1849-1850 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) მარგარეტის დედა გახლდათ ენი მაკოლი,ხოლო მამა – უოლტერ სმიტი,იმ პერიოდისათვის საკმაოდ ცნობილი პლანტატორი და ამერიკის რევოლუციის ვეტერანი იყო.1809 წელს მარგარეტმა გაიცნო ლეიტენენტი ზაქარი ტეილორი და მალევე 1810 წლის 21 ივლისს იქორწინეს კიდეც.მათ თანაცხოვრებაში ოთხი შვილი შეეძინათ,სამი გოგონა და ერთი ვაჟი – ენი მაკოლ ტეილორ-ვუდი; სარა ნოქს ტეილორი; მერი ელიზაბეტ “ბეტი” ტეილორი და რჩარდ “დიკ” ტეილორი.
როგორც სხვადასხვა წყაროებიდან არის ცნობილი,მათი ქორწინება წყვილისათვის ბედნიერების მომტანი შეიქნა და ოჯახი სრულ იდილიაში ცხოვრობდა.მარგარეტის მეუღლე ზაქარი ტეილორი,პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული და ვიგების პოლიტიკური პარტიის წევრიც გახლდათ.სწორედ ამ პარტიამ წარადგინა იგი ამერიკის 1848 წლის საყოველთაო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად,რა დროსაც გაიმარჯვა კიდეც.არჩევნებში გამარჯვებული ზაქარი ტეილორი გახდა მეორე პრეზიდენტი,ამ დიადი ქვეყნისა,ჯორჯ ვაშინგტონის შემდეგ,რომელსაც მანამდე არც ერთ სახელმწიფო თანამდებობაზე არ ჰქონდა ნამუშევარი.ზაქარის პრეზიდენტობამ – მარგარეტს “პირველი ლედის” სტატუსი მოუტანა,თუმცა “თეთრი სახლის ოფიციალური დიასახლისის” ფუნქციას იგი დიდხანს ვერ ასრულებდა,გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.მეუღლის პრეზიდენტობიდან 16 თვის გასვლის შემდეგ,მათ ოჯახს თავს უბედურება დაატყდა,მაშინ,როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი – ზაქარი ტეილორი.ამ მოვლენამ კი მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო შეარყია და მეუღლის გარდაცვალებიდან 2 წელიწადში,1852 წლის 14 აგვისტოს (ავტორი გენია.ჯი) – მარგარეტ მაკოლ სმიტ ტეილორიც აღესრულა,მისისიპის შტატში.იგი დაკრძალულ იქნა მეუღლის გვერდით,კენტუკის შტატში ლუისვილთან ახლოს.