ფერენც პულცერ ბირო – (ფერენც პუშკაში)
ფერენც პულცერ ბირო - იგივე ფერენც პუშკაში დაიბადა 1927 წლის 2 აპრილს,უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.იგი წარმოადგენდა მსოფლიო ფეხბურთის,ერთ-ერთ უდიდეს უნგრელ ფეხბურთელს და მწვრთნელს,უნგრული “ოქროს საფეხბურთო ნაკრების” სახელით ცნობილი გუნდის ლიდერს და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირსა და მარცხენა გარემარბს.პუშკაში ჯერ კიდევ სიცოცხლეში იქნა აღიარებული ყველა დროის საუკეთესო უნგრელ ფეხბურთელად.დღესდღეობით მის სახელს ატარებს ბუდაპეშტის მულტისპორტული სტადიონი და FIFA-ს წლის საუკეთესო გოლის პრიზის სახელიც – ფერენც პუშკაშის სახელობისაა.მისი საფეხბურთო კარიერა ბუდაპეშტის “კიშპეტში” დაიწყო,სადაც მანამდე მამამისი თამაშობდა.1943 წლიდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში გადაჰყავთ,ხოლო 1948 წელს გუნდს გადაერქვა სახელი და ეწოდა “ჰონვედი”.1956 წელს უნგრეთში განვითარებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩატარებული “ეგზეკუციის” მოვლენების შედეგად,იგი ტოვებს უნგრეთს და გადადის ესპანეთში,სადაც მისი ტალანტით აღფრთოვანებულმა “მადრიდის რეალმა” გაუფორმა კონტრაქტი.ესპანურ გრანდში მან 1949 წლიდან – 1958 წლამდე დაჰყო და გუნდის უდავო ლიდერადაც ჩამოყალიბდა.გარდა ამისა მან მიიღო ესპანეთის მოქალაქეობა,რამაც საშუალება მისცა ესპანეთის ნაკრებში გამოსულიყო (4 მატჩი).საერთო ჯამში პუშკაშმა უნგრეთის და ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 89 მატჩში – 84 გოლი გაიტანა.ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 534 მატჩი,რა დროსაც 512 გოლი გაიტანა.ჰელსინკის 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე უნგრეთის ეროვნულ გუნდში ირიცხებოდა,რა დროსაც ფინალურ მატჩში შვედეთის ნაკრებთან 2:0 გამარჯვების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვა.აღსანიშნავია (გენია.ჯი) ის გარემოებაც,რომ აღნიშნულ ფინალურ მატჩს 58 533 მაყურებელი დაესწრო,რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად არის მიჩნეული ფინეთის საფეხბურთო ისტორიაში,რადგან არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი რაოდენობა მაყურებლებისა არც ერთ საფეხბურთო მატჩს არ დასწრებია ფინეთის სტადიონებზე.
ფერენც პუშკაში ხუთგზის უნგრეთის,ხუთგზის ესპანეთის,სამგზის ევროპის ჩემპიონთა თასის (1959,1960,1966 წლები) ჩემპიონი გახლდათ.გარდა ამისა მან მოიპოვა:
ესპანეთის თასი (1962 წელი);
საკონტინენთაშორისო თასი (1960 წელი);
ცენტრალური ევროპის თასი (1953 წელი);
ბალკანეთის თასი (1947 წელი);
XX საუკუნის საუკეთესო უნგრელი ფეხბურთელის ტიტული;
უნგრეთის საფეხბურთო ლიგის 4-გზის ბომბარდირი;
ესპანეთის პრიმერა-დივიზიონის 4-გზის ბომბარდირი;
ევროპის ჩემპიონთა ლიგის 3-გზის ბომბარდირი;
FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულის წევრი.
1954 წლის შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები გახლდათ.ფინალურ მატჩში ისინი შეხვდნენ იმ გერმანიის ფედერაციულ ნაკრებს,რომლებიც ჯგუფში 8:3 დაამარცხეს,თუმცა ფინალურ მატჩში 2:3 დამარცხდნენ,რის შემდეგაც პუშკაში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა ათენის “პანათინაიკოსში”,რა დროსაც გუნდი ორჯერ გახადა საბერძნეთის ჩემპიონი,ერთხელ თასის მფლობელი და 1971 წელს გაიყვანა ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში,სადაც ლეგენდარულ “აიაქსთან” დამარცხდა (ავტორი გენია.ჯი).მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ავსტრალიურ “საუთ მელბურნ ელსასს”,რომელსაც 1991 წელს ავსტრალიის ჩემპიონატი მოაგებინა.1993 წელს ბრუნდება სამშობლოში,რა დროსაც მცირე ხნის განმავლობაში უნგრეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა.2002 წელს “ნეპშტადიონს” გადაერქვა სახელი და ეწოდა უდიდესი უნგრელი ფეხბურთელის ფერენც პუშკაშის სახელი.
ფერენც პუშკაში გარდაიცვალა 2006 წლის 17 ნოემბერს,6 წლიანი ალცჰაიმერის დაავადების შედეგად,უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში.იგი საკრძალულ იქნა სრული სახელმწიფო პატივითა და ცერემონიით,ბუდაპეშტში მდებარე წმინდა იტშტვანას ბაზილიკაში.