“ფილოლის ყვავილთა ბაღი”
“ფილოლის ყვავილთა ბაღი” - ინგლისურ ენაზე “Filoli Gardners”,წარმოადგენს უზარმაზარი მოცულობის მქონე – “ულამაზეს ყვავილთა წალკოტს”,რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან-ფრანცისკოდან 40 კილომეტრის მოშორებით და იგი შექმნილ იქნა 1916 წელს,ერთ-ერთი ამერიკული ოჯახის,გვარად ბორნების მიერ.მათი ცხოვრების დევიზს წარმოადგენდა: “იბრძოლე მართალი საქმისთვის,გიყვარდეთ ახლობლები და იცხოვრე ღირსეულად”.(ავტორი გენია.ჯი) ბორნების ოჯახმა 1916 წელს,თავდაპირველად ბაღის ტერიტორიაზე,საკმაოდ ლამაზი სახლი ააგო და ამავე წელსვე დაიწყეს “ფილოლის ყვავილთა ბაღის” სახელით ცნობილი,საოცარი სილამაზის მქონე პარკის გაშენება,რომელიც მალევე იქცა რეგიონის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობად.ბაღის ლამაზი სახელწოდების აბრევიატურა – “ფილოლი”,წარმოდგება ბორნების ერთ-ერთი საოჯახო დევიზის: “Fight Love Life”-ს პირველი ორი საკვანძო სიტყვების გაერთიანებით.ბაღს 6,5 ჰექტარი მიწა უკავია და იგი “ზღაპრულ სანახაობას” ჰქმნის.აღნიშნულ ბაღნარს სახელი იმდენად შორს გაუვარდა,რომ მასში ჰოლივუდის მიერ არაერთი კინოფილმის კადრები იქნა გადაღებული.მათ შორის სახელგანთქმული სერიალიდან – “დინასტია”.ბაღის შემქმნელი ცოლ-ქმარი ბორნები,მისი გაშენებიდან 20 წელიწადში აღესრულენ,რის შემდეგაც იგი შესყიდულ იქნა სან-ფრანცისკოელი გადამზიდველი კომპანიის მფლობელების – როტების ოჯახის მიერ.ახალმა მოსახლემ და მფლობელმა ბაღისა,არა მარტო შეინარჩუნა იგი,არამედ გაამრავალფეროვნა და მთელი ამერიკის მასშტაბით გაუწია პარკს პოპულარიზაცია.მათ იქ დარგეს უნიკალური ორქიდეის,კამელიების,(ავტორი გენია.ჯი),მაგნოლიებისა და სხვა ყვავილების სრულიად ახალი ჯიშები.
1975 წელს,როტების ოჯახმა “ფილოლის ყვავილთა ბაღი”,სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა და მას შემდეგ იგი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშაა.გაზაფხულობით ამ წალკოტის ხილვას არაფერი სჯობს.იქ ყვავის ასეულობით და ათასობით სახეობის უნიკალური სილამაზის მქონე ყვავილები: ნარცისი,ტიტა,ვარდი,თეთრი ლილია და სხვა ყვავილები.ფაქტიურად,ბაღში განთავსებული სხვადასხვა სახეობის მცენარეები,ასევე სხვადასხვა პერიოდებში ჰყვავიან და ბაღიც შესაბამისად წლის ყველა დროს ულამაზესი სანახავია.”ფილოლის ყვავილთა ბაღი” არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის უსაყვარლეს ადგილს,არამედ მთლიანად ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს ხელოვნურად შექმნილ პარკსაც წარმოადგენს და მას ათეულ-ათასობით ბუნების ესთეტიკის მოყვარული სტუმრობს.