მარატ ამირის მოსაზრებები…
1. სიმეტრიის კანონი: ადამიანს გაუქრა კუდი,სამაგიეროდ დაუგრძელდა – ენა.
2. ჩვენს მტრებად მივიჩნევთ მათ,ვინც სიმართლეს გვეუბნება,ხოლო -მეგობრებად მათ,ვინც გვეფარისევლება და გვაქებს.არადა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს.
3. ფრანგებმა ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს: მათ ამერიკელებისთვის უნდა ეჩუქებინათ არა “თავისუფლების ქანდაკება”,არამედ “ეიფელის კოშკი”,როგორც სიმბოლო – “ნავთობის კოშკისა”.
4. ფეხით მოსიარულეებო! გახსოვდეთ: თუკი გზაზე გადასვლის დროს თქვენს წინ ავტომობილი არ ჩანს,ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ისინი არ მოძრაობენ.(ავტორი გენია.ჯი).
5. საკვირველია,თუ რატომ არის უბედურებამდე ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი საკმარისი,მაშინ,როდესაც – ბედნიერების მოპოვებამდე მრავალი ნაბიჯების გადადგმაც კი არ არის საკმარისი,ხშირ შემთხვევებში.