„სიკვდილით დასჯილი ლიტერატორები”
„მართლმსაჯულება” – რომელსაც უმეტეს შემთხვევებში არ ახასიათებს ჰუმანიზმი, თავის სიტყვას ყოველთვის აღასრულებს და აღასრულებს ისე, რომ არ ზოგავს არც უბრალო მოკვდავთ და არც სახელოვანთ (მათ შორის ხელოვანებსა და ლიტერატორებს), რომელთაც რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი (დადასტურებულად ან რაიმე პოლიტიკური თუ სხვა მოტივების გამო). აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ იმ ცნობილ თუ უცნობ ლიტერატორებს, რომლებიც სიკვდილით იქნენ დასჯილი სასამართლოს ვერდიქტებით ან საერთოდ გაუსამართლებლად სხვადასხვა ეპოქებში:
ანდრე მარი დე შენიე (1762-1794 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ ფრანგ პოეტს,ჟურნალისტსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც ავტორია ცნობილი პოემის “გამოგონება”,1794 წლის 25 ივლისს სიკვდილით იქნა დასჯილი (გილიოტინა) (ავტორი გენია.გი),საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკური ტერორის პერიოდში,იაკობინელების მიერ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი სიკვდილის დასჯიდან ორ დღეში,რობერსპიერის რეჟიმი (რომელმაც იგი სიკვდილით დასაჯა) დაეცა…
სეიდ იმადედდინი „ნასიმი” (1370-1417 წლები) – წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს აზერბაიჯანელ პოეტსა და მისტიკოსს, რომელიც წერდა აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე. იგი ჰურუფიზმის იდეების დამცველი გახლდათ, რის გამოც არა ერთხელ გამხდარა დევნისა და შევიწროების ობიექტი. საბოლოო ჯამში, სირიის ქალა ჰალებში იგი დაკავებულ იქნა, რის შემდეგაც სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, წამებით.(ავტორი გენია.ჯი) განაჩენის აღსრულების მოლოდინში მან დაწერა ლექსების კრებული, სახელწოდებით „ჰაბსიე”. იგი თავის შეხედულებას ბოლომდე იცავდა, რის გამოც ეგვიპტის სულთანმა – მუაიადმა ბრძანება გასცა პოეტისათვის ცოცხლად გაეძროთ ტყავი. 1417 წელს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი. ნასიმი საშინელის წამების შედეგად აღესრულა.
ტომას მორი (1478-1535 წლები) – წარმოადგენდა უდიდეს ინგლისელ ჰუმანისტ მწერალსა და სახელმწიფო მოღვაწეს, რომელსაც ინგლისის მეორე ტიუდორ მეფესთან ჰენრი VIII-თან კონფლიქტის და პოლიტიკურ შეხედულებათა გამო, ინგლისის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა (თავის მოკვეთა) „ღალატის აქტის” ჩადენისათვის. განაჩენი აღსრულებულ იქნა 1535 წლის 6 ივლისს ტაუერ-ჰილში. – (ავტორი გენია.ჯი)