“ცხოვრების ფილოსოფია”
“ცხოვრების ფილოსოფია” - ინგლისურ ენაზე “Philosophy of Life”,წარმოადგენდა ირაციონალურ მიმდინარეობას ევროპულ ფილოსოფიაში,რომელმაც განსაკუთრებული აღიარება ჰპოვა – გერმანიაში,XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში.“ცხოვრების ფილოსოფია” ჩამოყალიბდა რომანტიზმის დომინირების პერიოდში და წარმოადგენდა ერთგვარ რეაქციას რაციონალიზმის შესახებ,განმანათლებლობის ეპოქაში.”ნათლიმამად” აღნიშნული მიმდინარეობისა მიიჩნევა,უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი – არტურ შოპენჰაუერი.(ავტორი გენია.ჯი).მისი ფილოსოფია უცნაურად იყო შერწყმული კანტიზმისა და ბუდიზმის მოტივებთან.უმთავრესი თემა აღნიშნული ფილოსოფიისა მდგომარეობდა,ინტუიტიურად ღრმად ჩამწვდომ სიცოცხლეზე,როგორც ერთიან და დინამიურად განვითარებად რეალობაზე.პირველი წარმომადგენელი და “ცხოვრების ფილოსოფიის” აქტიური განმვითარებელი გახლდათ,დიდი გერმანელი ფილოსოფოსი – ფრიდრიხ ნიცშე.”ცხოვრების ფილოსოფიის” შეცნობის თეორიაში,განსაკუთრებით დომინირებდა ინტუიტივიზმი (იდეალისტური მიმართულება ფილოსოფიაში,რომელიც ინტუიციაში ხედავს შემეცნების ერთადერთ უტყუარ საშუალებას; წარმოადგენს ირაციონალიზმის სახესხვაობას და უპირისპირდება დიალექტური მატერიალიზმის ფილოსოფიას. (ავტორი გენია.ჯი) და ალტერნატიული ახსნა,შეცნობის პრინციპისა.ინტელექტი და გონება ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევა უმთავრეს ინსტრუმენტად ან საშუალებად გარემომცველ ბუნებასთან ადაპტაციისათვის.”ცხოვრების ფილოსოფია”-მ დიდი როლი ითამაშა,გერმანელი ფილოსოფოსის – ვილჰელმ დილთაის მიერ,ერთ-ერთი უძველესი,ტრადიციული და უნივერსალური თეორიის ჰერმენევტიკის,განვითარებაში.ამასთანავე მან დიდი წვლილი დაიდო ეგზისტენციალიზმშიც.”ცხოვრების ფილოსოფიის” ელემენტები წარმოდგენილი იყო,შემდგომი თაობების არაერთ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში და ცნობილია,ისიც,რომ იგი მეტ-ნაკლები დოზით წარმოდგენილი გახლდათ “მესამე რაიხის” ზოგიერთი იდეოლოგის ფილოსოფიაში.მაგალითად ისეთში,როგორც გახლდათ გერმანელი ნაციონალ-სოციალისტი ფილოსოფოსი და რასობრივი პედაგოგიკის მეცნიერების ფუძემდებლელი – ერნსტ კრიკი.