დეკანოზი თავმას ჩოხელი – “სატრფიალო”
ქალავ,მოგტაცებ დედ-მამას,
გადაგატარებ ქარებსა,
მაგ გრძელი თმებით შაგიშრობ
მაგ მოტფიალე თვალებსა.
***
ლეგა საღარით წაგიყვან
ჩემს საოცნებო მხარესა,
კლდეთა რიგს გადაგატარებ,
ჩანჩქერთა მოელვარეთა.
***
მიუვალ ციხეს აგიგებ,
არ დავუტოვებ კარებსა,
მაგ შენი ნაწნავთ ჩრდილშია,
დაიმალვოდა მთვარეცა.
***
ვაჟო,ეგ შენი ქადილი,
ავდარს ვერ გაადარებდა,
ეს ჩემი გული ტიალი
შენ გულსამც გაახარებდა.
***
ციდან ეწვიმა ყოილსა,
მთიდან ექროლათ ქარებსა,
ნაკადულებსაც ემღერათ,
შმაგებსა,ბობოქარებსა.
***
ეფრინათ ბექის მერცხლებსა,
მთის ნიავივით ჩქარებსა,
ცხოვრება გვირგვინს დაგვადგამს,
საწუთრო გაგვახარებსა.