ინგრიდ ბერგმანის შესახებ…
ინგრიდ ბერგმანი (1915-1982 წლები) – წარმოადგენდა იმ შვედური წარმომავლობის მქონე დიდებულ ამერიკელ მსახიობ ქალს,რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კინოხელოვნების ინსტიტუტის მიერ,შეყვანილ იქნა “XX საუკუნის კინოს 100 უდიდეს ვარსკვლავ-მსახიობთა” შორის,მე-4 ადგილზე.ინგრიდი მისი საუცხოო სამსახიობო კარიერის განმავლობაში 3-ჯერ დაეუფლა ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარის” პრესტიჟულ პრემიას და ასევე 3-ჯერ მოიპოვა “დავიდ დი დონატელოს” იტალიური ეროვნული კინო-პრემია.4-ჯერ მიენიჭა – “ოქროს გლობუსი”; 2-ჯერ “ემის” პრემია,ხოლო ერთხელ “ტონი”-ს პრემია.მას მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ისეთ ცნობილ კინოფილმებში,როგორებიცაა: “კასაბლანკა”,”მოჯადოებული”,”ტრიუმფალური თაღი”,”ევროპა 51″ და სხვა ფილმები.
მაშინ,როდესაც ინგრიდს დიდმა იტალიელმა რეჟისორმა – რობერტო როსელინიმ,კინოფილმისათვის (ავტორი გენია.ჯი) როლი შესთავაზა,პასუხად მიიღო წერილი,რომელშიც ეწერა:
“თუკი თქვენ გსურთ შვედი მსახიობი ქალი,რომელიც ბრწყინვალედ საუბრობს ინგლისურ ენაზე,რომელსაც ახსოვს გერმანული ენა,რომელიც ერთგვარად მოგაგონებთ ფრანგულს და იცის მხოლოდ ერთადერთი იტალიური სიტყვა – “Ti amo” (სიყვარული),მაშინ მე მზადა ვარ ჩამოვიდე და თქვენთან ერთად გადავიღო ფილმი”.
1944 წლის ოსკარით დაჯილდოების ცერემონიალზე,ინგრიდის ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს წარმოადგენდა დიდი ამერიკელის მსახიობი ქალი – ბარბარა სტენვიკი.”ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის” ოსკარის პრემია გადაეცა ინგრიდს და არა ბარბარას.მოგვიანებით ბარბარამ პრესასთან საუბარში განაცხადა,რომ იგი გაწევრიანდა “ინგრიდ ბერგმანის ფან-კლუბში” და ოდნავადაც არ განიცდის იმას,რომ ოსკარი მის ნაცვლად ბარბარამ აიღო,რადგან (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პრემია მიენიჭა ღირსეულ მსახიობ ქალს,სრულიად დამსახურებულად.
ინგრიდ ბერგმანს მისი შემოქმედებიდან,განსაკუთრებით არ უყვარდა ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი – კასაბლანკა.როდესაც ჰკითხეს მიზეზი ამისა,მან განაცხადა: “მე გადაღებული ვარ უამრავ ფილმში,მაგრამ ჩემდა გასაოცრად ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ აღნიშნულმა ფილმმა გამოიწვია.ჰამფრი ბოგარტი, (ავტორი გენია.ჯი) რომელიც ჩემს პარტნიორს განასახიერებდა ფილმში,საერთოდ არ ვიცნობდი და თქვენ წარმოიდგინეთ ფილმის გადაღებებისას ვკოცნიდი ისეთ მამაკაცს,რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი”.
ინგრიდ ბერგმანი გარდაიცვალა 1982 წლის 29 აგვისტოს,ლონდონში მკერდის კიბოს შედეგად.დღესდღეობით კი ნგრიდის სახელი ჰქვია,ბუნების ულამაზესს ქმნილებას – ვარდის,ერთ-ერთ სახეობას.