ჰანს კრისტიან ანდერსენი – “ეპიზოდი”
დიდი დანიელი მწერალი,პოეტი და ავტორი ცნობილი საბავშვო ზღაპრებისა - ჰანს კრისტიან ანდერსენი (1805-1875 წლები),ძალიან ბრაზდებოდა,როდესაც მას საბავშვო ჟანრის მწერლად მოიხსენიებდნენ.იგი ამბობდა,რომ არამარტო ბავშვებისთვის წერდა ზღაპრებს,არამედ უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც.ამ მიზეზის გამო,მისივე თხოვნის შედეგად,ძეგლზე,რომელზეც თავად იყო გამოსახული ბავშვებთან ერთად,ყველა ბავშვის ფიგურა მოხსნილი იქნა. (ავტორი გენია.ჯი) ანდერსენს ძალიან უყვარდა საღამოობით სეირნობა კოპენჰაგენის ქუჩებში.დაიხურავდა ხოლმე თავის ძველ,დაცრეცილ ქუდს და დიდხანს სეირნობდა.ერთხელაც ასეთი სეირნობის დროს,მდიდრულად ჩაცმულმა გამვლელმა გააჩერა და დამცინავად ჰკითხა:
- მიპასუხეთ,იმ საცოდავ ნივთს,თავზე რომ გახურავთ,ქუდს უწოდებთ?
რაზეც ანდერსენმა ირონიული კითხვითვე უპასუხა:
- თავად უწოდებთ კი,იმ საცოდავ ორგანოს თავს,რომელსაც თქვენი მოდური ქუდი ფარავს? (ავტორი გენია.ჯი)