ბარბადოსი
ბარბადოსი - ინგლისურ ენაზე “Barbados”,წარმოადგენს სახელმწიფოს ვესტ-ინდოეთში,ამავე სახელწოდების კუნძულზე (მცირე ანტილიის ჯგუფის კუნძულები),კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.იგი განთავსებულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტთან ახლოს,ვენესუელის ჩრდილო-აღმოსავლეთით 435 კილომეტრში.მის უახლოეს კუნძულებს შეადგენენ: სენტ-ლუსია,სენტ-ვისენტი და გრენადა.
ქვეყნის დედაქალაქი – ბრიჯტაუნია (98 725 მაცხოვრებელი).სულ ბარბადოსის მოსახლეობა 284 589 ადამიანია,რაც მას სხვა ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობასთან 180-ე ადგილზე აყენებს.ქვეყნის საეთო ფართობი 431 კვადრატული (ავტორი გენია.ჯი) კილომეტრია,რაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში 199-ე ადგილზე აყენებს.საშუალოდ კვადრატულ კილომეტრზე ბარბადოსში 660 ადამიანი მოდის.ვალუტა – ბარბადოსული დოლარია.ოფიციალური კალენდარი – გრიგორიანული.სახელმწიფო ენას ინგლისური წარმოადგენს.
მოსახლეობის 90 % საკუთარ თავს აფრო-ბეიჯანსებად მოიხსენიებს,რომელთა უმეტესობის წინაპრები მონები გახლდნენ.გარდა ამისა ქვეყანაში ცხოვრობენ ანგლო-ბეიჯანსები,ჰინდი-ბეიჯანსები,აზიატები,არაბი-ბეიჯანსები (სირიიდან და ლიბანიდან),იანკ-ბეიჯანსები და სხვა ჯგუფები.ბარბადოსის მოსახლეობის 95 % ქრისტიანია (ძირითადად ანგლიკანები).გარდა ამისა არიან მუსლიმები,იეღოველები და ინდუსები.
ქვეყანა დაყოფილია 11 ოლქად.ქვეყნის წყობილება – საპარლამენტო დემოკრატიულია.სახელმწიფოს მეთაურად მიიჩნევა დიდი გაერთიანებული სამეფოს დედოფალი,რომლის წარმომადგენელიც კუნძულზე მის მიერვე დანიშნული გენერალ-გუბერნატორია.საკანონმდებლო (ავტორი გენია.ჯი) ორგანოს პარლამენტი წარმოადგენს,რომელიც თავის მხრივ შედგება სენატის (21 სენატორი.დანიშნული გენერალ-გუბერნატორის მიერ) და დარბაზის კრება (28 დეპუტატი,არჩეული 5 წლის ვადით,საყოველთაო არჩევნების გზით).აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობის ხელსია,რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.მას ორი ვადით არჩევის უფლება აქვს.ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ პარტიებად მიიჩნევა: ბარბადოსის ლეიბორისტული პარტია,ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული ლეიბორისტული პარტია.
კუნძული ბარბადოსი არ წარმოადგენს ვულკანური წარმომავლობის მქონე კუნძულს.კლიმატი ქვეყანაში ტროპიკულია,(ავტორი გენია.ჯი) მუდმივი პასატების ქარებით,რომლებიც ატლანტის ოკეანიდან ჰქრიან.მის უმაღლეს წერტილს ჰილაბი წარმოადგენს,რომელიც ზღვის დონიდან 336 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.კუნზულზე არ არსებობს “მუდმივად მდენი” მდინარეები და მისი უმეტესი ნაწილი დაფარულია მარჯნის კირქვით.წვიმების სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.ყოველ 3 წელიწადში კუნძული ტროპიკული ციკლონის მსხვერპლი ხდება,რასაც ადგილობრივებისათვის დიდი ზიანი მოაქვს.ბარბადოსი მდიდარია უნიკალური ფლორითა და ფაუნის მრავალი სახეობებით.კუნძულ ბარბადოსის სიგრძე 23 კილომეტრია,ხოლო მაქსიმალური სიგანე 34 კილომეტრს აღწევს.
პირველი მაცხოვრებლები ბარბადოსისა,ინდიელი ტომები იყვნენ (არავაკები).XIII საუკუნეში კუნძულზე ინდიელ კარიბთა ტომები გამოჩნდნენ.სახელწოდება “ბარბადოსი” პორტუგალიური წარმომავლობის მქონეა,რომელიც 1536 წლის დასაწყისში ეწოდა,პორტუგალიელი მკვლევარის – პედრო კამპოსას მიერ.1536-1550 წლებში კონკისკადორებმა კუნძულის ადგილობრივი მოსხლეობის უმეტესობა მონებად აქცია.რის გამოც მათმა უმეტესობამ ქვეყანა გაქცევის შედეგად დატოვა.1627 წლიდან კუნძულზე ინგლისელები გამოჩნდნენ და ქვეყანა 1966 წლამდე,მათი მფარველობისა და გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.საბოლოოდ ბარბადოსმა დამოუკიდებლობა 1966 წლის 30 ნოემბერს მოიპოვა და ამავე წელს პირველი პრემიერიც აირჩია.
ბარბადოსზე განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმს ექცევა და ეს დარგი ქვეყნის ეკონომიკის წამყვან დარგადაც მიიჩნევა.გარდა ამისა განვითარებულია შაქრის წარმოება.(ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა ეკონომიკური ბაზა ქვეყნისა მაინც დაბალ საფეხურზე დგას.მის უმთვარეს სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ – დიდი ბრიტანეთი,ამერიკის შეერთებული შტატები,ტრინიდადი და ტობაგო და სხვა რიგი ქვეყნები.
ბარბადოსი წარმოადგენს “გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა” და სხვა რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრ ქვეყანას.
ბარბადოსის ეროვნული გერბი
ბარბადოსის დედაქალაქი – ბრიჯტაუნი