დანტე ალიგიერი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთმა უდიდესმა იტალიელმა პოეტმა და სახელმწიფო მოხელემ - დანტე ალიგიერმა (1265-1321 წლები), რომელიც ცნობილია ჩვენთვის, როგორც ავტორი გახმაურებული პოემისა – „ღვთაებრივი კომედია” (დაიწერა 1306-1321 წლებში), თავის დიდებულ ქმნილებას თავდაპირველად სახელწოდებად მხოლოდ – „კომედია” უწოდა (სწორედ ასეთ დასახელებს აძევდნენ იმ საუკუნეებში პოეტურ ნაწარმოებებს, ეს ერთგვარი ტრადიციული ფორმაც კი გახლდათ იმ დროინდელი იტალიური პოეტური ჟანრის ხელოვნებისათვის). ეპითეტი „ღვთაებრივი”, დანტეს პოემას გენიალურმა იტალიელმა მეცნიერმა და „დეკამერონის” ავტორმა – ჯოვანი ბოკაჩომ (1313-1375 წლები) უწოდა და არა თავად დანტე ალიგიერმა. ჯოვანი ბოკაჩო 8 წლის ასაკში იმყოფებოდ მაშინ, როდესაც დანტე გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ ცხადია, რომ იგი დანტეს პირადად არ შეხვედრია. დანტე ალიგიერის პორტრეტი მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ ორასი წლის შემდეგ შეიქმნა. „ღვთაებრივი კომედიის” ავტორი პირველად ტილოზე ჯოვანი ბოკაჩოს გადმოცემისა და დახასიათების შედეგად გამოსახა დიდმა იტალიელმა მხატვარმა – რაფაელ სანტმა. თავადაც ბოკაჩომ კი, დანტეს პორტრეტი სხვების მიერ გადმოცემული სიტყვებით აღწერა. ასე რომ, დანტეს ნამდვილი სახე 1921 წლამდე ცნობილი არ იყო ფართო საზოგადოებისთვის. მხოლოდ 1921 წელს გაიხსნა მეცნიერების მიერ მისი საფლავი, რა დროსაც, თავის ქალას ჩაუტარდა კვლევები და რეკონსტრუქტირების შედეგად უფრო ზუსტად იქნა დადგენილი მისი ნამდვილი გარეგნული იერი, რაც მეცნიერთა ვარაუდით დიდად არ განსხვავდება რაფაელის მიერ შესრულებული ნახატისგან. რაფაელ სანტის მიერ დახატული – დანტე ალიგიერის პორტრეტი კი საუკუნეების შემდგომ 2 ევროიან მონეტაზე იქნა ასახული. (ავტორი გენია.ჯი)
რაფაელ სანტის მიერ დახატული – დანტე ალიგიერის პორტრეტი,2 ევროიან მონეტაზე