საფრანგეთის საზღვაო-სამხედრო ფლოტის ერთი ისტორია
XVII საუკუნეში,ფრანგული სამხედრო ფლოტი ერთ-ერთი დომინანტი გახლდათ ევროპის ზღვებში.ევროპის ზღვებზე გაბატონება ფრანგებმა,მას შემდეგ,კიდევ უფრო განიმტკიცეს,რაც XVII საუკუნის მიწურულს ინგლისელთა და ნიდერლანდელთა ფლოტი დაამარცხეს “ბიჩ-ჰედთან ბრძოლაში”.1690 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა საფრანგეთის საზღვაო ძალების მინისტრი – მარკიზ სენელე (კოლბერის ვაჟი).დადგა დრო საფრანგეთის საზღვაო ფლოტილიის ახალი მინისტრის არჩევისა,თუმცა ფრანგულ ფლოტში იყო ერტი ასეთი წესი: თუკი მინისტრი გარდაიცვლებოდა,მის შემცვლელად ინიშნებოდა მისივე ვაჟი. (ავტორი გენია.ჯი) მარკიზ სენელეს კი ორი ქალიშვილი ჰყავდა და შესაბამისად ისინი ამ პოსტს ვერ დაიკავებდნენ.საფრანგეთის საზღვაო ძალების აწგარდაცვლილ,დიდ მინისტრს კი,ვალად 4 მილიონი ლივრი დარჩა.საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ემ გამოიჩინა დიდსულოვნება და მისი ყოფილი მინისტრის ვალის ნაწილის დაფარვა საკმაოდ ორიგინალური ხერხით გადაწყვიტა.მან,ფლოტის ინტერდანტს – ბონეპოს,უთხრა,რომ განთავისუფლებული მინისტრის პოსტს გადასცემდა მას,ვინც 800,000 ლივრის ვალს დაუფარავდა დაღუპული მარკიზ სენელეს ქალიშვილებს.მიუხედავად იმისა,რომ ბორნეპოს დიდი სურვილი ჰქონდა ამ თანამდებობის ხელში ჩაგდებისა,ასეთი დიდი თანხა მას არ გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო მინისტრის პოსტზე გამოცხადდა ოფიციალური ვაჭრობა.აღნიშნული თანხა გადაიხადა – ლუი პონშანტრენმა,რომელიც დანიშნულ იქნა საფრანგეთის საზღვაო ძალების მინისტრად.თავის მხრივ იგი,გენერალური კონტროლიორი იყო საფრანგეთის ფინანსებისა.მას ძალიან კარგად ესმოდა ფინანსური საკითხები,თუმცა სრულიად ჩაუხედავი იყო ახალი სამსახურის სპეციფიკაში.დილეტანტის ხელმძღვანელობამ,ფრანგული ფლოტის რეგრასი გამოიწვია.18 წლის მანძილზე (1672-1690 წლები),მაშინ,როდესაც ფლოტს განაგებდა კოლბერის ოჯახი,დლოტის გაძლიერისათვის დახარჯულ იქნა 216 მილიონი ლივრი და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფლოტი,იმ დროინდელი მსოფლიოსი.ახალი მინისტრი,ფინანსური მაქინაციების დიდოსტატი გახლდათ.ამიტომ მისთვის უცხო არ იყო თანხების მითვისებისებისათვის,საკუთარი სარგებლობისათვის ფინანსური ოპერაციების ჩატარება.თუმცა აღსანიშნავია,რომ ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან დიდ შემოსავლებს მაინც ვერ ღებულობდა,რადგან თავად ფლოტი მოითხოვდა ძალიან დიდ თანხებს.ამის გამო პონშანტერმა გადაწყვიტა მის დაქვემდებარებაში მყოფ გემებს,თავდასხმები მოეწყოთ კერძო სავაჭრო გემებზე.ამ გზით იგი შეეცადა,როგორც ბიუჯეტის,ასევე საკუთარი შემოსავლების ზრდას.დაკავებული გემები გადაჰყავდათ პორტებში,რის შემდეგაც თუკი მეპატრონე არ გამოიხსნიდა მას,აუქციონის წესით ყიდდნენ მსურველებზე.ის სავაჭრო საქონელი კი,რომელიც გემზე დახვდებოდად კონფისკაციას ექვემდებარებოდა.მიუხედავად ამისა.ბიუჯეტი არათუ გაიზარდა,არამედ უფრო შემცირდა.ასეთი ფორმა საზღვაო ძალების მმართველობისა კი,გახდა მიზეზი ევროპულ ზღვებზე ფრანგული ფლოტის ჰეგემონობის დასასრულია.მას სემდეგ,საუკუნეები დასჭირდა ფრანგულ ფლოტს,რომ კვლავ ძველი დიდება დაებრუნებინა.ფაქტიურად,ლუი XIV-ეს ახალმა ინიციატივამ,კრახი განიცადა.ლუი პონშანტრენის მმართველობამ,იმ პერიოდის საფრანგეთის რეგულარული საზღვაო-სამხედრო ძალების (რითაც ეს ქვეყანა იწონებდა თავს) გაქრობა გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)