უილიამ ადოლფ ბუგერო – “ამური პეპლით”

“ამური პეპლით” - (ტილოს ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “კუპიდონი და პეპელა”),გენიალური ფრანგი მხატვრის - უილიამ ადოლფ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ 1888 წელს ტილოზე ზეთის საღებავით დახატული დიდებული სურათია.ტილოს სიმაღლე 168 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 117 სანტიმეტრი.1888 წლის 2 ივნისს,ბუგეროს სამხატვრო სახელოსნოს სტუმრობდა ვინმე – მ.კნიოდლერი,რომელსაც ძლიერ მოეწონა სურათი და სურვილი გამოთქვა შეეძინა იგი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ იმ პერიოდისათვის მხატვარს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მასზე მუშაობა დასრულებული.მიუხედავად ამისა,კნიოდლერმა უკვე იცოდა და კარგად უწყოდა კიდეც,ამ გენიალური სურათის ფასი.იგი,წინასწარ შეუთანხმდა მხატვარს მისი შეძენის თაობაზე.ამასთანავე წინასწარვე გადაუხადა 15 000 ფრანკი,რაც იმ დროს საკმაოდ დიდი თანხა გახლდათ.დღესდრეობით,უილიამ ადოლფ ბუგეროს ნამუშევარი – “ამური პეპლით”,ინახება ფრედიდა შერი როსების კერძო კოლექციაში,ნიუ-ჯერსიში (ამერიკა). (ავტორი გენია.ჯი)