“ევროპა” – (იუპიტერის თანამგზავრი)
“ევროპა” - ერთ ერთი ყველაზე საინტერესო თანამგზავრია,მზის სისტემის უდიდესი ციური სხეულის – იუპიტერისა.მას ასევე მოიხსენიებენ როგორც – “ევროპა დიდი ოკეანეებით”.აღსანიშნავია,რომ აღნიშნულ თანამგზავრზე გლობალური ოკეანეა წარმოდგენილი.როგორც ცნობილია,წყალი სიცოცხლის პირველი მომასწავებელია სამყაროში.სწორედ ამიტომ,მეცნიერთა აზრით არ არის გამორიცხული,რომ იუპიტერის თანამგზავრ – “ევროპაზე”,სიცოცხლეც არსებობდეს. (ავტორი გენია.ჯი) მას ყველაზე თანაბარი ზედაპირი აქვს მზის სისტემაში.იგი დაფარულია ყინულით,რომლის ქვემოთაც მხოლოდ უზარმაზარი ოკეანეა განთავსებული.სპეციალისტთა გათვლებით,ევროპის თანამგზავრზე ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი წყალია,ვიდრე დედამიწაზე.თანამგზავრის ოკეანის სიღრმე კი,სავარაუდით 90 კილომეტრს აღემატება.წყალქვეშა ოკეანეები,გარდა ევროპის თანამგზავრისა დაფიქსირებულია – “კალისტოსა” და “ჰანიმედის” თანამგზავრებზე.იუპიტერის თანამგზავრი – “ევროპა”,მეცნიერთა მოსაზრებით,განიხილება მეორე თანამგზავრად (ენცელადას შემდეგ),სადაც ყველაზე რეალური დასასვებია,რომ არსებობდნენ ცოცხალი ორგანიზმები. (ავტორი გენია.ჯი)