შანგო

შანგო - დასავლეთ აფრიკელი ხალხის – იორუბას მითოლოგიით,ყველაზე პოპულარული ორიშა (სული),ზეციური მამა და ჭექა-ქუხილის სულია.იგი იმ იემანჟის შვილი გახლდათ,რომელიც თავის მხრივ ოიასა და ოშუნის ქმარი იყო.შანგო,რიგით მეოთხე მეფე გახლდათ იორუბას ხალხისა.მითოლოგიის თანახმად,მან თავისი მაგალითით აჩვენა,თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს ადამიანი ორიშად (სულად).ცნობილია ისიც,რო – შანგო,კარგი და მამაცი მებრძოლიც იყო.უძველესი იორუბას ხალხის გადმოცემის თანახმად,იგი სასტიკად სჯის ყველა ცრუსა და ფიცის გამტეხს.ასეთ ადამიანებს,იგი ძირითადად ელვისა და მეხის მეშვეობით სჯიდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ,ამ ხალხში თუ კი ვინმე მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვლებოდა,მას საერთო სასაფლაოზე არ კრძალავდნენ,რადგან ეს შანგოს შურისძიებად და სამართლის აღსრულებად მიაჩნდათ.შანგო – თავდამსხმელებისა და მოძალადეებისაგან მოსახლეობის დაცვის სიმბოლოდაც განიხილებოდა.მას სწირავდნენ წითელ ბანანებს,წითელ ვაშლებს,პალმის ზეთსა და წითელ ღვინოს.მის დღედ ორშაბათი მიაჩნდათ და სწორედ ამ დღეს ხდებოდა მისთვის შესაწირავის შეწირვა. (ავტორი გენია.ჯი)