ჯორჯ დენის პატრიკ კალვინის – “შავი იუმორი”
ჯორჯ დენის პატრიკ კალვინი (1937-2008 წლები),გახლდათ ის ამერიკელი მწერალი და კომიკური ჟანრის მსახიობი,რომელიც პრესტიჟული “გრემის” ოთხგზის გამარჯვებული და “მარკ ტვენის პრემიის” ლაურეატი იყო.იგი ავტორია 5 წიგნის და ოცამდე მუსიკალური ალბომისა.მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 16 მხატვრულ ფილმში.კალვინი ცნობილი იყო როგორც,”შავი იუმორის” დიდოსტატი. (ავტორი გენია.ჯი) მისი “შავი იუმორის” გაცნობა,ვფიქრობ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს მკითხველისათვის (ძალიან ჩამოჰგავს ფრიდრიხ ნიცშეს შეხედულებას რელიგიის მიმართ).იგი გამოირჩეოდა ისეთი თემების განვრცობით,რომელიც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანისათვის ალბათ მიუღებელია,მითუმეტეს ისეთი სათუთი თემისა,როგორიც რელიგიაა.მისი “შავი იუმორის” მიმართ გარკვეული ცენზურაც კი იყო დაწესებული,რადგან გამოირჩეოდა აკრძალულ თემებზე თავისებური,სპეციფიკური შეხედულებებით.სწორედ კალვინის ხედვები გახლდათ,უამრავი დაბრკოლებებისა და პრობლემების შემქმნელი,მისი ცხოვრების გზაზე.აქვე გთავაზობთ მის რამდენიმე მონოლოგს:
“თქვენ მხოლოდ დაფიქრდით,რელიგიამ შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები,რომ არსებობს უხილავი მამაკაცი,რომელიც ცხოვრობს ზეცაში,და აკვირდება იმას თუ რას აკეთებთ თქვენ ყოველდღე,ყოველ წუთსა და ყოველ წამს. და ამ უხილავ მამაკაცს აქვს,ათეულობით პუნქტისაგან შემდგარი სია იმ ქცევებისა,რომელიც მას არ სურს თქვენ ჩაიდინოთ! თუ კი თქვენ ამ პუნქტებიდან ერთსაც კი დაარღვევთ,მას აქვს სპეციალური ადგილი… სრული ცეცხლით,ჯანღით,სიცხით,ტკივილითა და მწუხარებით,სადაც გაგამგზავრებთ კიდეც… რათა იტანჯებოდეთ! იწვოდეთ! იხრჩობოდეთ! ყვიროდეთ! ტიროდეთ! საუკუნეები და მარადიულად,დროის უსასრულობამდე!.. თუმცა თქვენ მას უყვარხართ!
“ვსვამთ ძალიან ბევრს,ვეწევით ძალიან ბევრს,ვართ ძალიან უპასუხისმგებლოები,ვიცინით ძალიან ცოტას,დავდივართ ძალიან ჩქარა,ვბრაზდებით ძალიან მსუბუქ თემებზე,ვწვებით ძალიან გვიან,ვიღვიძებთ ძალიან დაღლილი,ვკითხულობთ ძალიან ცოტას,ძალიან ბევრ დროს ვუთმობთ ტელევიზიას და ვლოცულობთ ძალიან იშვიათად”. (ავტორი გენია.ჯი)
“გვაქვს საუკეთესო განათლება – თუმცა ნაკლები გონება.გვაქვს საუკეთესო ცოდნა – თუმცა,ძალიან ცუდად ვაფასებთ სიტუაციებს.გვყავს ბევრი ექსპერტი – თუმცა,გვაქვს კიდევ უფრო მეტი პრობლემა.გვაქვს საუკეთესო მედიცინა – თუმცა ბევრად უფრო ცუდი ჯანმრთელობა”. (ავტორი გენია.ჯი)