დიტერ ვისლიცენის “დაკითხვის ოქმიდან”
დიტერ ვისლიცენი (1911-1948 წლები) – წარმოადგენდა “გამოსახლების და გადასახლების რეფერატის” ხელმძღვანელის,ერთ-ერთი უდიდესი დამნაშავის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა – ადოლფ აიხმანის მოადგილეს,ებრაელთა ემიგრაციის საკითხებში.იგი ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელი გახლდათ მილიონობით უდანაშაულო ებრაელის განადგურებისა,საკონცენტრაციო ბანაკებში.გარდა ამისა,მონაწილეობას იღებდა ებრაელთა განადგურებაში – საბერძნეთში,სლოვაკეთსა და უნგრეთში. (ავტორი გენია.ჯი) 1945 წლის 12 მაისს,დაკავებულ იქნა მოკავშირეების მიერ.დაკავებიდან მალევე,დიტერ ვისლიცენი გახლდათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმე – “ნიურნბერგის სასამართლო” პროცესზე.იმისათვის,რომ თავი გადაერჩინა,ყველაფერი მის ზემდგომებს გადააბრალა,ხოლო თავად,როგორც ბრძანებების შემსრულებელი ისე წარმოსახა საკუთარი სახე.ცნობისათვის,სწორედ ვისლიცენი უწევდა ზედამხედველობას,ფაშისტების მიერ შექმნილ ყველა სიკვდილის ბანაკში,ებრაელთა განადგურებას.დაკავების შემდგომ ვისლინეცი წარსდგა ნიურნბერგის პროცესზე.მკითხველო,აქვე შემოგთავაზებს მისი დაკითხვიდან უმნიშვნელოვანეს დეტალებს.დასკვნა თქვენთვის მომინდვია:
დ.ვ. - მე ვეუბნებოდი ჩემს უშუალო ხელმძღვანელს – ადოლფ აიხმანს,იმის შესახებ,რომ დადიოდა ხმები პოლონეთში ებრაელთა მასობრივი დევნის შესახებ.მივუთითე,რომ ასეთი ხმები და ქმედებები,გერმანიის პრესტიჟისათვის მიუღებელი იყო.სწორედ ამიტომ ვთხოვე აიხმანს,მოეცა უფლება,თავად შემემოწმებინა ყოველივე.ჩვენ,ამ საკითხის შესახებ (ავტორი გენია.ჯი) ერთმანეთთან დისკუსიაში ჩავერთეთ,რა დროსაც განმიცხადა,რომ იგი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მომცემდა უფლებას პოლონეთის გეტოში გავმგზავრებულიყავი.როდესაც ვკითხე – რატომ? მან მიპასუხა,რომ იქ უკვე ებრაელთა უმეტესობა განადგურებული იყო.ამის შემდგომ,აიხმანს შევეკითხე,თუ ვინ იყო ებრაელთა,ასეთი მასობრივი ჟლეტის ბრძანების გამცემი,რაზეც მან მიპასუხა – ჰიმლერი… მიუხედავად ამისა,ვერ დამაკმაყოფილა აიხმანის პასუხმა და მისგან მოვითხოვე ეჩვენებინა ჩემთვის წერილობითი ბრძანების დოკუმენტი,რადგანაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო,სინამდვილეში ასეთი დოკუმენტის არსებობა.
კითხვა: - სად შედგა ეს შეხვედრა?
დ.ვ. – აღნიშნული შეხვედრა აიხმანთან შედგა ბერლინში,კურფიურსტენშტრასეზე 116 ნომერში.თავად ადოლფ აიხმანის დაწესებულებაში.
კითხვა: – განაგრძეთ და შემდგომ მოგვიყევით რა ვითარებაში აღასრულებდით ამ ბრძანებას.
დ.ვ. – აიხმანმა მითხრა,რომ მას შეეძლო ჩემთვის აღნიშნული ბრძანების,დოკუმენტური სახით ჩვენება,თუკი ეს ჩემს სინდისს ასე აწუხებდა.მან გახსნა სეიფი და გამოიღო პატარა საქაღალდე.რამდენიმე წამის შემდეგ კი მაჩვენა ბრძანების დოკუმენტი,რომელსაც ხელს აწერდა – ჰაინრიხ ჰიმლერი.დოკუმენტში სიტყვასიტყვით ეწერა:
“ფიურერმა ბრძანა,დაუყონებლივ გადაწყვეტა ებრაელთა საკითხისა.ამიტომ გევალებათ თქვენ,საკონცენტრაციო ბანაკების ხელმძღვანელებსა და რიგ სამსახურებს,კოორდინაცია გაუწიოთ,ფიურერის ბრძანების შესრულებას.ეს ეგრეთ წოდებული საბოლოო გადაწყვეტილება არ ვრცელდება,მხოლოდ იმ ებრაელ მამაკაცებსა და ქალებზე,რომლებიც ჯერ კიდევ შრომისუნარიანი არიან”. (ავტორი გენია.ჯი)
როგორც მოგახსენეთ,ბრძანებას ხელს აწერდა – ჰიმლერი და ამის უტყუარობაში,სრულიად დარწმუნებული ვარ.
კითხვა: – ვისი მისამართით იყო ბრძანება გაცემული,ებრაელთა მასიური განადგურებისა?
დ.ვ. – უსაფრთხოების პოლიციის ხელმძღვანელის მისამართით.
კითხვა: – ეხებოდა თუ არა ბრძანების აღსრულება,სხვა უწყებებს?
დ.ვ. – დიახ.საკონცენტრაციო ბანაკების ინსპექტორებსაც.
კითხვა: – იყო თუ არა დოკუმენტზე,”საიდუმლო გრიფი”?
დ.ვ. – დიახ.ეს იყო სრულიად საიდუმლო ბრძანება.
კითხვა: – როდის გამოვიდა აღნიშნული ბრძანება?
დ.ვ. – 1942 წლის აპრილის თვეში.
კითხვა: – თქვენ თავად გაეცანით მას,აიხმანის დაწესებულებაში?
დ.ვ. – დიახ,იგი აიხმანმა მაჩვენა.
კითხვა: – დაუსვით თუ არა მას შეკითხვა,რას ნიშნავდა სიტყვა – “საბოლოო გადაწყვეტილება?”
დ.ვ. – დიახ.აიხმანმა მითხრა,რომ ამ სიტყვის უკან იდგა,ებრაელთა ფიზიკურად,მასობრივი განადგურება.როგორც თავად აიხმანმა განაცხადა,აღნიშნული ბრძანების შესრულება,მისი კომპეტენციისა და ზედამხედველობის ქვეშ უნდა აღსრულებულიყო.
კითხვა: – მიეცით თუ არა მას შენიშვნა,ასეთი საშინელი აქტის საწინააღმდეგოდ?
დ.ვ. – დიახ.მე მას ვუთხარი:
“დაე,ღმერთმა არ დაუშვას ის,რომ ჩვენს მტრებს,ოდესმე მიეცეთ შანსი,ანალოგიური გაუკეთონ გერმანელ ერს-მეთქი!” (ავტორი გენია.ჯი)
ამ სიტყვების შემდეგ,აიხმანმა იჭვნეულად შემომხედა და მითხრა,რომ სენტიმენტალიზმის დრო არ იყო და პირნათლად უნდა შეგვესრულებინა ფიურერის ბრძანება.
კითხვა: – რამდენი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა – “საბოლოო გადაწყვეტილების” ბრძანებას?
დ.ვ. – ჩემთვის ზუსტი ციფრი უცნობია.თუმცა ვენაში ყოფნისას,აიხმანისა და ჰესეს საუბრისას ასახელებდნენ განადგურებულ ებრაელთა 25-30%-ს.
კითხვა: – დაზუსტებით გვითხარით,რამდენი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა,აღნიშნულ პროგრამას.
დ.ვ. – როგორც თავად აიხმანი ამბობდა,მინიმუმ 4,ხოლო მაქსიმუმ 5 მილიონი.ჩემის აზრით აღნიშნულ ბრძანებას 4 მილიონამდე ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კითხვა: – უკანასკნელად,როდის შეხვდით აიხმანს?
დ.ვ. – 1945 წლის თებერვლის ბოლოს,ბერლინში.მან მითხრა,რომ თუ ომში გერმანია დამარცხდებოდა,სიცოცხლეს სუიციდით დაასრულებდა.როდესაც ვკითხე,საბოლოო ჯამში რამდენი ებრაელი დაიღუპა-მეთქი,საკმაოდ ცინიკური პასუხი გამცა: “სიამოვნებით გადავხტები საფლავში,იმით გაცნობიერებული,რომ ჩემს სინდისზე 5 მილიონი ებრაელის სიკვდილი არისო!”
P.S. დიტერ ვისლინეცი,ნიურნბერგის პროცესის შემდეგ გადაგზავნილ იქნა ჩეხოსლოვაკიაში,სადაც 1948 წელს ბრატისლავაში სიკვდილით იქნა დასჯილი.ებრაელი ერის განადგურების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ზედამხედველი – ადოლფ აიხმანი,ებრაულმა სპეცსამსახურმა “მოსადმა” არგენტინიდან 1958 წელს “მოიპარა”. (ავტორი გენია.ჯი) მის სასამართლოს ისრაელში,თვალს ადევნებდა მსოფლიო.განსასჯელის სკამზე ებრაელმა ერმა,წარადგინა ის ადამიანი,რომელიც მილიონობით ებრაელის სისხლით იყო გაღებილი.აიხმანის ადვოკატს,უცნობმა პირებმა სახეში მჟავა შეასხეს,რის შემდეგაც იგი ცალი თვალით დაბრმავდა.გარდა ამისა,გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ,დიპლომატიური გზით სცადა აიხმანის სამშობლოში დაბრუნება და გასამართლება.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ გამოსასყიდიც კი შესთავაზა ისრაელს.თუმცა ამაზე სასტიკი უარი განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა – დავიდ ბენ-გურიონმა.როგორც ამბობდნენ,გერმანელებს ეშინოდათ,აიხმანს არ ემხილებინა ის მაღალჩინოსნები,რომლებიც მრავლად იყვნენ გერმანიის ხელისუფლებაში.საბოლოო ჯამში – ადოლფ აიხმანი,სიკვდილით დასჯილ იქნა (ჩამოხრჩობა) 1962 წლის 1 ივნისს,ქალაქ რამლეს ციხეში.მან უარი განაცხადა სიკვდილით დასჯის წინ თვალების ახვევაზე.ადოლფ აიხმანის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ:
“გაუმარჯოს გერმანიას! გაუმარჯოს არგენტინას! გაუმარჯოს ავსტრიას! ამ ქვეყნებთან მთელი ჩემი ცხოვრება იყო დაკავშირებული და ვერასოდეს დავივიწყებ მათ.მე ვესალმები ჩემს მეუღლეს,შვილებსა და მეგობრებს.ვალდებული ვიყავი,შემესრულებინა ომის ყველა წესი და ვიმსახურე ღირსეულად.მე მზად ვარ!” (ავტორი გენია.ჯი)
დიტერ ვისლენცი (თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში)
დიტერ ვისლინცი (ნიურნბერგის სასამართლო პროზესზე)
ადოლფ აიხმანი